NHL-ში კორონავირუსის გამო უცნაური სიტუაციაა შექმნილი. ჩინეთში მძვინვარე ეპიდემიამ NHL-ში ყვანჯების დეფიციტი წარმოშვა, – იტყობინება THE BOSTONE GLOBE-ი.
ლიგის ჰოკეისტების უმეტესი ნაწილი (75 პროცენტი) ჩინური წარმოშობის ყვანჯებს იყენებს, მაგრამ ეპიდემიის აფეთქებამ ჩინეთიდან ჩრდილოეთ ამერიკაში ამ სათამაშო ინვენტარის ექსპორტი შეაფერხა.
როგორც ირკვევა, ზოგიერთ კლუბში შეზღუდვებიც კი დაწესდა – მოთამაშეზე მაქსიმუმ ერთი ყვანჯი ვარჯიშისას და ორი – მატჩის დროს.
1tv.ge
p. s. შეგახსენებთ, რომ NHL (National Hockey League – ჰოკეის ეროვნული ლიგა) არის პროფესიული ყინულის ჰოკეის ლიგა ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელიც ამჟამად 31 გუნდისგან შედგება: მათგან 24 აშშ-ის გუნდია, 7- კანადის. ის მსოფლიოში უპირველეს ლიგად მიიჩნევა პროფესიულ ყინულის ჰოკეიში და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული სპორტული ლიგაა აშშ-სა და კანადაში.
კომენტარები