სპორტი

ქართველმა მოჭიდავეებმა რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვეს

რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ათივე წონით კატეგორიაში შეივსო საპრიზო სამეულები, საქართველოს ნაკრების ათი წევრიდან კი ოთხმა შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა.

იური ლომაძემ (72 კგ) და ლევან არაბულმა (130 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) და ამირან შავაძემ (60 კგ) – ბრინჯაოს მედლები.

13 თებერვალს ევროპირველობაზე მხოლოდ ქალები იჭიდავებენ და დღე ქართველების გარეშე ჩაივლის, რადგან საქართველოს ნაკრებს ქალთა შორის მონაწილეები არ ჰყავს. 14-16 თებერვალს კი ხალიჩები თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ და ასპარეზობაში ათი ქართველი ჩაებმება.

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close