მსოფლიოსაზოგადოება

შტორმმა „კიარამ“ ევროპის ქვეყნებში მსხვერპლი და ზარალი გამოიწვია

შეფერხებული, გადადებული და გაუქმებული რეისები, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა და რამდენიმე დაღუპული ადამიანი – ზამთრის ქარიშხალი და წვიმა, ევროპის ქვეყნებს ძლიერ საფრთხეს უქმნის.

ზოგიერთ ქვეყანაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია შტორმთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევების შესახებ. სამხრეთ-დასავლეთ ჩეხეთში მამაკაცი მაშინ დაიღუპა, როცა მის ავტომობილს ქარის მიერ წაქცეული ხე დაეცა. ანალოგიური საგზაო შემთხვევისას მამაკაცი სლოვაკეთშიც დაიღუპა. ცუდ ამინდს ემსხვერპლა ერთი ადამიანი შვედეთში, ერთი კი დაკარგულად ითვლება. 96 000 მოსახლე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ქარიშხალმა „კიარამ“ პრობლემები შექმნა ბრიტანეთშიც. 20 000-ზე მეტი საცხოვრებელელი სახლი ძლიერი ქარის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შეფერხებით მუშაობს თითქმის ყველა სახის სატრანსპორტო საშუალება.

ქარიშხალმა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა 50 000 მოსახლე გერმანიაში, ჩრდილოეთ ბავარიაში. სხვა ქვეყნების მსგავსად გერმანიის ზოგიერთ მიწაზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალება შეფერხებებით მუშაობს.

მეტეოროლოგები სამხრეთ გერმანიაში ქარიშხლის სიჩქარის 140 კმ/საათამდე მომატებას ვარაუდობენ.

წყარო

152 კმ/სთ სიჩქარის ქარიშხალმა გადაუარა ეიფელის კოშკს. წაქცეული ხეები და უსაფრთხოების მიზნით დაკეტილი პარკები – ასეთი იყო პარიზი დილით და პარიზი ნელ-ნელა დაუბრუნდა ნორმალური ცხოვრების რიტმს, თუმცა 27 დეპარტამენტი ნარინჯისფერი საფრთხის ზონაში რჩება. ვარაუდობენ ქარის სიჩქარის 200 კმ/სთ-მდე მომატებას ატლანტის სანაპიროზე.

130 ათასი ოჯახი ელექტრობის გარეშე დარჩა. BFM-TV-ს ცნობით, სატვრთო მანქანა გადაბრუნდა ტრასაზე ბრიუსელსა და პარიზს შორის, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

მეტეოფრანსის ინფორმაციით, „კიარა“ ახლა სამხრეთისკენ მიემართება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close