ჯანმრთელობარჩევები

7 ნიშანი იმისა, რომ საჭირო რაოდენობის წყალს არ სვამთ

წყალი მონაწილეობს სხეულის აბსოლუტურად ყველა ფუნქციაში, უზრუნველყოფს რა მის შეუფერხებელ მუშაობას. ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სითხის დეფიციტის დროს სხეული გაუმართავად მუშაობს. საინტერესოა, რომ წყურვილის შეგრძნების ნაკლებობა არ არის იმის მტკიცებულება, რომ საკმარის წყალს სვამთ. იმის შეგრძნება, რომ სხეული გაუწყლოებულია, შესაძლებელია მთელი რიგი სხვა ნიშნებით.

 

სიმშრალე

სიმშრალის განცდა სხეულის ნებისმიერ ნაწილში – თვალებში, პირის ღრუში, კანზე – თქვენს სხეულში სითხის ნაკლებობის სარწმუნო ნიშანია. დააკვირდით, ყოველდღე სვამთ თუ არა საკმარის წყალს და ბოროტად ხომ არ იყენებთ შარდმდენ სასმელებს: ყავას, ჩაისა და ალკოჰოლს.

 

გამუდმებული შიმშილის გრძნობა

გაუწყლოვნებული სხეული საკვებშიც კი იწყებს სითხის წყაროების ძებნას, ამიტომ ორგანიზმში წყლის ნაკლებობის შემთხვევაში მარტივად შეიძლება შიმშილის გრძნობა წყურვილში აგვერიოს. თუ ძალიან ხშირად აკითხავთ მაცივარს, მიირთვით ერთი ჭიქა წყალი ჭამის ნაცვლად.

 

მოდუნება და აპათია

არანაირი ძალა აღარ გაქვთ, წამდაუწუმ ამთქნარებთ და მუდმივად ძილი გინდათ? შეიძლება, უბრალოდ, წყალი არ გყოფნით. დეჰიდრატაციისას სხეული ავარიულ რეჟიმს რთავს და ენერგიის დაზოგვას იწყებს. ამავე მიზეზის გამო, კუნთების ფიზიკური დატვირთვისას შეიძლება კრუნჩხვაში ჩავარდეთ. ნუ შეეცდებით ამ მდგომარეობას შეებრძოლოთ – უბრალოდ, მეტი წყალი დალიეთ.

 

სახსრების პრობლემები

წყალი სახსრების საპოხ მასალას წარმოადგენს, ხელს უშლის ძვლების ხახუნს, უზრუნველყოფს მათი საკვები ნივთიერებებით მომარაგებას და მარილები და ტოქსინები გამოაქვს ორგანიზმიდან. თუ შეამჩნევთ, რომ სახსრების მოძრაობა შემცირდა, მაშინ, სავარაუდოდ, ისინი სითხის ნაკლებობას განიცდიან.

 

თავის ტკივილი

ხშირი შაკიკი და თავის ტკივილი შეიძლება ორგანიზმში წყლის ნაკლებობაზე მიანიშნებდეს. საქმე ისაა, რომ დეჰიდრატაცია არტერიულ წნევას აქვეითებს და ტვინში ჟანგბადის მიწოდებას აფერხებს. ამის კიდევ ერთი შედეგია ყურადღების კონცენტრაციის შემცირება. ყურადღების მოკრეფა გიძნელდებათ? – დაისვენეთ და ჭიქა წყალი დალიეთ.

 

ცუდი სუნი პირიდან

სტომატოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ დეჰიდრატაციამ შეიძლება პირიდან ცუდი სუნის მიზეზი გახდეს, რადგან პირის ღრუში მყოფი ბაქტერიები პირის სიმშრალისას აქტიურად მრავლდება. მეტი წყალი დალიეთ საკვების მიღებებს შორის პერიოდში: სითხე გაასუფთავებს პირის ღრუს საკვების ნარჩენებისგან და ხელს უწყობს ნერწყვის გამოყოფას, რომელსაც ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს.

 

საჭმლის მონელების პრობლემები

საჭმლის მონელების გართულება, გულძმარვა, კუჭის მოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემები – ყველა ეს სიმპტომი დეჰიდრატაციაზე მიუთითებს. სითხის ნაკლებობის გამო კუჭის ლორწოს რაოდენობა და ლორწოვანი გარსის სიმკვრივე მცირდება, რის გამოც კუჭის მჟავამ შესაძლოა შინაგანი ორგანოები დააზიანოს, გულძმარვა დაგეწყოთ. წყლის ნაკლებობა ყაბზობის და კოლიტის მიზეზი შეიძლება გახდეს. წესად აქციეთ, გაღვიძებისთანავე დალიოთ ჭიქა წყალი უზმოზე – სითხე მეტაბოლიზმის პროცესს გაააქტიურებს და საჭმლის მომნელებელ ტრაქტს საკვების მისაღებად მოამზადებს.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close