მსოფლიოკრიმინალი

მოსკოვში „იაპონჩიკის“ მკვლელობის საქმეზე მურთაზ შედანია დააკავეს

61 წლის მურთაზ შედანიას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კრიმინალური ავტორიტეტის, ვიაჩესლავ ივანკოვის („იაპონჩიკი“) რეზონანსული მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და თან აცხადებს, რომ მძიმე ავადმყოფია, ის წინასწარ პატიმრობაში, სულ ცოტა, 5 აპრილამდე დაყოფს. ამის თაობაზე რუსული მედია იუწყება.

გამოძიების ვერსიით, 2009 წელს შედანიამ, რომელიც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი იყო, თანამზრახველებთან ერთად მოკლა გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ ივანკოვი („იაპონჩიკი“).

დაკავებული მურთაზ შედანია ივანკოვს ფარულად უთვალთვალებდა, მან უზრუნველყო იმ იარაღის ჩამოტანა მოსკოვში, რომლითაც ივანკოვი მოკლეს. თავდასხმის დღეს ის უზრუნველყოფდა ოპერაციის სხვა მონაწილეთა უსაფრთხოებას.

2009 წლის ზაფხულში მოსკოვში სნაიპერმა მძიმედ დაჭრა ვიაჩესლავ ივანკოვი, რომელიც ხოროშევსკის გზატკეცილზე მდებარე რესტორნიდან გამოდიოდა. „იაპონჩიკი“ რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა.

ვიაჩესლავ ივანკოვი რუსეთის დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა 1970-იანი წლების ბოლოდან 1990-იანების დასაწყისამდე. ის ე. წ. კანონიერი ქურდი 33 წლის ასაკში გახდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მის სახელს უკავშირდება ორგანიზებული დამნაშავეობის გავლენის მკვეთრი ზრდა. შემდეგ უკვე იგი რუსეთში ცნობილ ბიზნესმენად იქცა. მას საქმის მასალებშიც ბიზნესმენ ვიაჩესლავ ივანკოვად მოიხსენებენ.

რაც შეეხება მურთაზ შედანიას, ის სამჯერ იყო გასამართლებული, ბოლოს – „იაპონჩიკის“ მკვლელობის შემდეგ, 2012 წელს, ქურდობისთვის. ერთი კვირის წინ ის კვლავ დააკავეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. ამჯერად შედანიას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. მურთაზ შედანიას ბრალი „მკვლელობისა“ და „იარაღის უკანონო ტარების“ მუხლებით აქვს წაყენებული.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close