იტალიაnews

იტალიაში ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა, არის მსხვერპლი (ვიდეო)

ორი ადამიანი დაიღუპა იტალიაში ჩქაროსნული მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად მილანიდან 40 კმ-ში, ქალაქ ლოდის რაიონში, ქვეყნის ჩრდილოეთში. ამის თაობაზე სააგენტო „ანსა“ იტყობინება.

შემთხვევა დილის 6-ის ნახევარზე (ადგილობრივი დროით) მოხდა. სავარაუდოდ, დაღუპულები შემადგენლობის მემანქანეები არიან. კიდევ ერთ ადამიანს, მატარებლის მომსახურე პირს, სერიოზული დაზიანებები აქვს, თუმცა – არა სიცოცხლესთან შეუთავსებელი.

მატარებელი მილანიდან სამხრეთის ქალაქ სალერნოში მიემგზავრებოდა.

მომხდარის გამო მოძრაობა შეჩერდა ჩქაროსნულ სარგინიგზო მარშრუტზე მილანი-ბოლონია, მატარებლები სხვა ხაზებზე გაუშვეს.

მიმდინარეობს ავარიის მიზეზების გამოძიება. მატარებელში 28 მგზავრი იმყოფებოდა, „ანსას“ ინფორმაციით, მგზავრთაგან რამდენიმემ უმნიშვნელო ტრავმები მიიღო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close