ლიტერატურა/წიგნები

ლიკა ქავჟარაძე ცნობილი პორტუგალიელი მწერლის რომანის ყდაზე

ულამაზესი ლიკა ქავჟარაძის ფოტო შეარჩიეს ყდისთვის ცნობილი პორტუგალიელი მწერლის, ჟოზე რენტეს დე კარვალიუს რომანის, „ერნესტინას“ იტალიური თარგმანის გამომცემლებმა.  

ჟოზე რენტეს დე კარვალიუს ამ რომანის იტალიური თარგმანი ლიკა ქავჟარაძის ფოტოთი  „ამაზონზე“ დევს, თუმცა ამ დროისთვის ყველა ეგზემპლარი გაყიდულია.

ჟოზე რენტეს დე კარვალიუ (José Rentes de Carvalho, დაიბ. 1930 წ.), მწერალი და ჟურნალისტი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პორტუგალიელი ავტორია. მისი რომანი „ერნესტინა“ ავტობიოგრაფიულია – იგი დიდი ნიჭით და იუმორით გვიამბობს თავის ბავშვობის მოგონებებზე, თავის წინაპრებზე, თავის ცხოვრებაზე… ერნესტინა – ავტორის დედის ნამდვილი სახელია და, ამავე დროს, მისი რომანის უშიშარ გმირს ჰქვია. კარვალიუს „ერნესტინა“ (1998 წ.) მე-20 საუკუნის შედევრად ითვლება.

იტალიური გამოცემა, რომლის ყდაზეც ლიკა ქავჟარაძის ფოტოა, იტალიის წიგნის მაღაზიებში 2013 წლიდან გამოვიდა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close