fbpx
მოგზაურობამსოფლიოსაზოგადოებასაბერძნეთი

ხუთი საუკეთესო სასეირნო ადგილი ათენში ტურისტებისთვის

ათენში ბევრი ლამაზი ქუჩაა, სადაც სეირნობა ტურისტისთვის საინტერესო იქნება. ამ მხრივ გამოირჩევა როგორც ძველი, ისე ახალი ქალაქიც. გაგაცნობთ ხუთ ასეთ ადგილს.

1. დიონისე არეოპაგელის ქუჩა: ამ ქუჩაზე სეირნობისას წარსულსა და აწმყოს შორის აღმოჩნდებით. ერთ მხარეს ანტიკური ეპოქის დიონისეს თეატრი და ჰეროდე ატიკელის ოდეონი ჩანს, ხოლო მეორე მხარეს – მე-19 საუკუნის ნეოკლასიკური შენობები. იქვე ახლოს მდებარეობს აკროპოლისის მუზეუმი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მუზეუმად ითვლება.

 

2. ეროვნული პარკი: ათენი არ გამოირჩევა სიმწვანით, მაგრამ ეროვნული პარკი, რომელიც სინდაღმაზე, პარლამენტის შენობის გვერდით მდებარეობს, ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს. პარკი დედოფალმა ამალიამ 1836 წელს დააარსა. პარკში სეირნობა საუკეთესო საშუალებაა, რომ მეგაპოლისის ხმაურს თავი დააღწიოთ – ამისათვის ქალაქგარეთ გასვლა არ დაგჭირდებათ.

 

3. ერმუს ქუჩა. ეს ლამაზი ქვაფენილიანი ქუჩა ათენის მთავარ სავაჭრო ადგილად ითვლება. ის სათავეს სინდაღმის მოედნიდან იღებს და მონასტირაკამდე გრძელდება. ერმუს ქუჩაზე უამრავი მაღაზია, რესტორანი და კაფეტერიაა განლაგებული. ქუჩის შუაში მდებარეობს შუასაუკუნეების პატარა ლამაზი ეკლესია, რომელიც მე-11 საუკუნეშია აგებული (აქ შეგიძლია დადო ლინკი ვიდეოსი, რომელიც გავაკეთე და გამოვაქვეყნეთ – კაპნიკარეას ეკლესიაზე).

 

4. კერამისკოსის არქეოლოგიური სივრცე – მდებარეობს მონასტირაკის ქვემოთ. აქ მრავლად არის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძველი ნაგებობების ნარჩენები, მათ შორის, ერთი პატარა ქვის ხიდი.

 

5. დედოფალ სოფიას გამზირი. მისი სიგრძე სამ კილომეტრზე მეტია და ის ათენის ერთ-ერთ ყველაზე ძვირ უბანშია. გამზირზე სამი დიდი მუზეუმი მდებარეობს: ბიზანტიური, სამხედრო და კიკლადური ხელოვნების მუზეუმები. დედოფალ სოფიას გამზირზე დგას კოსტას ვაროცოს მიერ გაკეთებული ცნობილი ქანდაკება „დრომეას“ (მორბენალი), რომელიც ათასობით მწვანე მინის ნატეხით არის დამზადებული.

გიორგი ჯანელიძე

წყარო: culturalplaces.com

კომენტარები
თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close