ქართველები უცხოეთშისპორტი

რუსეთში ქართველმა მოკრივემ რუს ოფიცერს ცხვირი გაუტეხა

რუსეთის სახელით მოასპარეზე მოკრივეს, რუსეთის ორგზის ჩემპიონს სამოყვარულო კრივში (2015 და 2018 წწ.), რუსეთის ოლიმპიური ნაკრების კანდიდატს, 24 წლის გიორგი ყუშიტაშვილს „როსგვარდიის“ ოფიცრის ცემაში ადანაშაულებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, სპორტსმენი მეგობართან, ოვიკ ოჰანესიანთან ერთად მოსკოვში დააკავეს. ისინი სამართალდამცავებმა დოკუმენტების შესამოწმებლად გააჩერეს, რა დროსაც მოკრივეებსა და „როსგვარდიის“ ოფიცრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ყუშიტაშვილმა ერთ-ერთ ოფიცერს ცხვირი გაუტეხა.

ერთ-ერთი ვერსიით, რუსეთის ჩემპიონი მაშინ გააჩერეს, როდესაც კორპუსის სადარბაზოში დამალულ ნარკოტიკს იღებდა. კიდევ ერთი ვერსია ასევე ნარკოტიკებს უკავშირდება – პოლიციის თანამშრომლებმა დაინახეს, როგორ მივიდნენ გიორგი და მისი მეგობარი ტაქსით ფრუნზეს სანაპიროსთან. პოლიციელები მათ დაედევნენ, რა დროსაც გიორგი ყუშიტაშვილმა ერთ-ერთ მათგანს დაარტყა. სპორტსმენს შეფუთვაში ერთ გრამამდე ნარკოტიკი, წინასწარი მონაცემებით, კოკაინი აღმოაჩნდა.

რუსეთის კრივის ფედერაციის გენერალური მდივნის, უმარ კრემლიოვის თქმით, უცნაურია ეს ამბავი, რადგან მოკრივეები ყოველ კვირა აბარებენ ტესტს და გიორგის არასდროს ჰქონია პრობლემა – ნარკოტიკების მომხმარებელი რომ იყოს, ტესტი აუცილებლად უჩვენებდა. კრემლიოვი ამბობს, რომ რუსეთის კრივის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ყუშიტაშვილის გახვევა სკანდალში შესაძლოა სპეციალურად მოწყობილი იყოს. ის ყუშიტაშვილს საუკეთესო მხრიდან ახასიათებს.

sport.express.ru-ს ცნობით, გიორგი 4 დღის წინ დაბრუნდა შეკრებიდან (ყირგიზეთიდან), 3 თებერვალს სხვა შეკრებაზე უნდა წასულიყო კისლოვოდსკში, 14 თებერვალს კი – მესამე შეკრებაზე იტალიაში. იგი ვარჯიშის პროცესში იყო, როდესაც უნდა გაირკვეს რუსეთის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობა კრივში, ამიტომ ეს ინციდენტი ძალიან უცნაური ჩანს და ბევრ კითხვას ბადებს.

მიმდინარეობს გამოძიება. 3 თებერვალს ინციდენტს რუსეთის კრივის ფედერაციაც განიხილავს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close