მსოფლიოსაზოგადოება
ავსტრალიის დედაქალაქში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა (ვიდეო)
ავსტრალიაში ტყის ხანძარმა ახალი ძალით იფეთქა. ქვეყნის კანბერაში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
კანბერის სამხრეთით ხანძარი დაახლოებით 19 000 ჰექტარზეა გავრცელებული. ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, ევაკუაციისთვის მუდმივ მზადყოფნაში იყვნენ.
ფედერალური ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში, რომელიც ავსტრალიის ორ უდიდეს ქალაქს – სიდნეისა და მელბურნს შორის მდებარეობს, დაახლოებით 400 000 ადამიანი ცხოვრობს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რეგიონში მძვინვარე ხანძარი ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური და სახიფათოა.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსამდე მოიმატოს, რაც ცეცხლის კერების გამრავლებას შეუწყობს ხელს. ქვეყანაში ხანძრებს სექტემბრიდან ებრძვიან. დაიწვა 11 მლნ ჰექტარი ტერიტორია. სტიქიამ უკვე 33 ადამიანი შეიწირა.
მასშტაბურმა ხაძნრებმა მილიარდამდე ცხოველი იმსხვერპლა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები