მსოფლიომიგრაციაკრიმინალი

თურქეთში ქართველი ემიგრანტი ქალი მანქანაში ჩაცხრილეს

თურქეთში, ქალაქ კაისერში ავტომობილში ჩაცხრილულ სამ ქალთან დაკავშირებით ადგილობრივი მედია დეტალებს ასაჯაროებს.

მედიის ინფორმაციით, სამი ქალი, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე, 53 წლის ირმა კრავეიშვილია, 30 იანვარს, გამთენიისას მანქანაში იმ დროს ჩაცხრილეს, როდესაც ისინი სახლში ბრუნდებოდნენ.

ინციდენტი ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოხდა, სადაც ქალები მუშაობდნენ.

ირმა კრავეიშვილთან ერთად მანქანაში კიდევ ორი – 37 და 28 წლის ქალები იმყოფებოდნენ. სამივე მათგანი მძიმედ დაიჭრა, თუმცა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის შესახებ თურქეთში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია, თუმცა ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.

„საკონსულო ოჯახის ახლობელთან არის კომუნიკაციაში, ისევე როგორც თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, – აღნიშნეს საგარეო უწყებაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close