მსოფლიოვიდეოსაზოგადოება

გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რა სწრაფად ძლიერდება ტყის ხანძარი ავსტრალიაში (ვიდეო)

BBC ავრცელებს 4 იანვარს სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რა სწრაფად ვრცელდება ტყის ხანძარი ავსტრალიაში, ახალ სამხრეთ უელსში.

ვიდეოში ჩანან მეხანძრეები, რომლებიც სასწრაფოდ ტოვებენ ტერიტორიას, სანამ ტყის ხანძარი უცბად მიაღწევს მათ ადგილსამყოფელს. ვიდეო იმის მაგალითია, თუ როგორ სწრაფად ვრცელდება ტყის მასივში ხანძარი. მეხანძრეების მიერ ადგილის დატოვებიდან ზუსტად 23 წუთში ხეებზე ცეცხლი უცბად აალდა და ხანძარიც გაძლიერდა.

ტყის ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას 28 ადამიანი ემსხვერპლა, განადგურდა 2000-ზე მეტი სახლი. ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრებს დაახლოებით მილიარდი გარეული ცხოველი ემსხვერპლა.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close