მსოფლიოტექნოლოგიები

2019 წელს FACEBOOK-ის მოგებამ 70 მილიარდი დოლარი შეადგინა

2019 წელს FACEBOOK-ის მოგება 27%-ით გაიზარდა და $70,7 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ THE WALL STREET JOURNAL-ი კომპანიის კვარტალურ ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, Facebook-ის სუფთა მოგება 7%-ით გაიზარდა და 7,3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მეოთხე კვარტალში კომპანიის ხარჯები 34%-ით, 12 მილიარდამდე გაიზარდა.​ Facebook-ის აქციები კი 55%-ით გაიზარდა და თითოს ღირებულება 220 დოლარს შეადგენს.

ცნობილია Facebook-ის მომხმარებელთა ახალი სტატისტიკაც. ყოველდღიურად სოციალური ქსელით 1,66 მილიარდი ადამიანი სარგებლობს, თვეში კი მათი რაოდენობა 2,5 მილიარდს აღწევს. ასევე, ყოველთვიურად კომპანიის აპლიკაციებით – Instagram, Messenger და WhatsApp 2,89 მილიარდი ადამიანი სარგებლობს.

2019 წელს Facebook-ი არაერთხელ აღმოჩნდა მილიონობით მომხმარებლის მონაცემების გაჟონვის პრობლემის პირისპირ. ივლისში აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ Facebook-ი მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის გამო 5 მილიონი დოლარით დააჯარიმა. გამოძიება სოცქსელის წინააღმდეგ კომპანია Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ დაიწყო, რომელმაც მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემები პოლიტიკური რეკლამისთვის შეაგროვა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close