მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებიnewsკრიმინალისაზოგადოება

რუსმა ვალების გამო ვინაობა 11-ჯერ შეიცვალა, ბოლოს კი ტრამპის გვარით დააკავეს

რუსეთში მცხოვრები პირი დიდი ვალების გამო გვარს იცვლიდა, რათა მისთვის ვერ მიეგნოთ. ბოლო ჯერზე მან გადაწყვიტა, ანდრეი ტრამპი გამხდარიყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კაცი ხშირად რომ იცვლიდა გვარს, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ავტოინსპექციამ გააჩერა. სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ მას მართვის მოწმობასა და პასპორტში სხვადასხვა გვარი ეწერა. ის მონაცემეთა ბაზაში გადაამოწმეს და გაირკვა, რომ კაცს რვა პასპორტი და მართვის რამდენიმე მოწმობა ჰქონდა: ოლეგ მიხაილოვი, ანდრეი სმირნოვი, ანდრეი ბუზორინი, ანდრეი შერბაკოვი, ანდრეი ტრანმპი და ანდრეი ტრამპი…

საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს პიროვნება გაკოტრებულად არის გამოცხადებული. კაცი დიდი რაოდენობით ვალს და კრედიტს იღებდა, შემდეგ კი გვარს იცვლიდა, თუმცა ძველ დოკუმენტებს კი არ აბარებდა, არამედ დაკარგულად აცხადებდა. კაცს საბოლოოდ 4.5 მილიონ რუბლამდე ვალი დაუგროვდა (72 ათას დოლარამდე). ოფიციალურად კი კაცი შრომისუუნაროდ არის გამოცხადებული.

მედიის ცნობით, ჯამში კაცმა ვინაობა 11-ჯერ შეიცვალა, ბოლოს კი, საგზაო ოფიცრებმა იგი ტრამპის გვარით დააკავეს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close