მსოფლიოსაზოგადოებასპორტიშეუცნობელი

ტვიტერის მომხმარებელმა კობი ბრაიანტის სიკვდილი 2012 წელს იწინასწარმეტყველა

26 იანვარს მსოფლიო სპორტმა უდიდესი პიროვნება დაკარგა. ლეგენდარული კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.

ამერიკულმა მედიამ საკმაოდ საინტერესო და შოკისმომგვრელი ფოტო გამოაქვეყნა. ტვიტერის მომხმარებელმა 2012 წლის ნოემბერში კობი ბრაიანტის ტრაგიკული სიკვდილი იწინასწარმეტყველა. „კობი ბრაიანტი სიცოცხლეს ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო დაასრულებს“, – წერს მომხმარებელი.

ბევრმა ივარაუდა, რომ პოსტი ფაბრიკაციას წარმოადგენდა, თუმცა ჟურნალისტმა მაიკ ბისლიმ ტვიტერის თანამშრომელზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ამ სოციალურ ქსელს თარიღის შეცვლის ფუნქცია არ გააჩნია.

კობი ბრაიანტის პირადმა შვეულმფრენმა ლოს-ანჯელესის მახლობლად ქალაქ კალაბასასთან კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 9-ვე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ,ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილია ჯიანა.

როგორც ირკვევა, მსხვერპლთა რაოდენობა გაცილებით დიდი იქნებოდა, რომ არა პილოტის მოქმედება. ამერიკული მედია იუწყება, რომ 50 წლის მფრინავმა არა ზობაიანმა კატასტროფის ბოლო მომენტში საფრენი აპარატი დასახლებულ პუნქტს მოარიდა, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. უბედური შემთხვევის მთავარ მიზეზად ძლიერი ნისლი და უამინდობა სახელდება.

მომზადებულია 1tv.ge-ს მასალების მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close