ინდიგო ბავშვების კოსმიური მისია – „ისინი სხვა სამყაროს კარს გაგვიღებენ“
უკვე არავისთვისაა საიდუმლო, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული დედამიწაზე სულ უფრო ხშირად იბადებიან საოცარი ბავშვები. მეცნიერები თვლიან, რომ ეს ადამიანის ევოლუციის შემდეგი ნაბიჯია, ე. წ. მეექვსე რასა – ინდიგო ბავშვები. ვინ არიან ისინი? რისთვის მოვიდნენ?
სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ამ ბავშვებს უნიკალური დავალება აქვთ. ისინი მომავლის ადამიანები არიან. მათ ახასიათებთ მაღალგანვითარებული ცნობიერება და ზემგრძნობელობა. ინდიგო ბავშვები შეუწყნარებლობას იჩენენ სიყალბისა და სიცრუის მიმართ.
ნუ შეუშლით მათ ხელს განვითარებაში, დაეხმარეთ თქვენს შვილებს – მათშია თქვენი და ამ სამყაროს მომავალიც.
არაჩვეულებრივი ბავშვები – „ინდიგო ბავშვები“
მათ სხეულს განსაკუთრებული მაგნიტური გამოსხივება აქვს, დნმ-ის განსხვავებული სტრუქტურა და შინაგანი ორგანოების სხვა ფუნქციები. ასეთ ბავშვებს შეუძლიათ წარმოუდგენელი რამ გააკეთონ, მაგალითად, უნებლიეთ მაგნიტივით მიიზიდონ ობიექტები. ისინი შეიძლება სრულიად აუტანელები იყვნენ – ერთ წამში ახერხებენ ერთდროულად ათიოდე რამეზე ფიქრს.
4-5 წლის ასაკში ბევრი ინდიგო ბავშვი ჰყვება თავისი წარსული ცხოვრების, ანგელოზებთან ურთიერთობის შესახებ. ზოგს შეუძლია კედლის მიღმა დანახვა, სხვა ადამიანების აზრების წაკითხვა, მზერით ალუმინის კოვზების გაღუნვა (ალბათ გაგახსენდათ ფილმი „მატრიცა“). ბუნებით ისინი ძალიან დამოუკიდებლები არიან და არ ცნობენ არანაირ ავტორიტეტებს.
მეცნიერები ყოველმხრივ სწავლობენ უჩვეულო ბავშვებს (ბევრი მათგანი უკვე გაიზარდა). ბევრმა სულიერმა და რელიგიურმა მოღვაწემ გამოთქვა მოსაზრებები ამ მოვლენის შესახებ. ისინი ირწმუნებიან, რომ ფენომენალური ბავშვები ღვთის მაცნეები არიან. ეს კი საშუალებას გვაძლევს რადიკალურად გადავხედოთ წინასწარმეტყველებებს ადამიანთა რასასთან დაკავშირებით, კერძოდ, სამყაროს აღსასრულის შესახებ. გამორიცხული არაა, რომ კაცობრიობამ შეძლოს თავისი ბედის შეცვლა, შიშისა და სიძულვილისგან თავის დაღწევა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვა.
კვლევების ჩატარებისას მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ინდიგო ბავშვების სხეულებიდან მომდინარე ელექტრომაგნიტური ტალღების დიაპაზონი 3 222 000-იდან 113 850 000 ჰერციამდე მერყეობს, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის ეს მონაცემი სამჯერ ნაკლებია. ეზოთერიკაში „მაღალი ვიბრაციის“ ცნება ნიშნავს გასხივოსნებულ არსებობას. ასე რომ, ახალგაზრდა თაობას ყველა შანსი აქვს, გახდნენ წინასწარმეტყველები.
გენეტიკოსებმა, რომლებიც ასევე შეეჯახნენ ინდიგო თაობის წარმომადგენლებს, თავიანთი არგუმენტირებული აზრი გამოხატეს: ადამიანის დნმ შეიცავს 64 კოდონს (მაკოდირებელი ტრინუკლეოტიდი, დნმ-ის მოლეკულაში დაშიფრული გენეტიკური ინფორმაციის ერთეული), რომელთაგან მხოლოდ 20-ია ყოველთვის ჩართული, დანარჩენი ინერტულია და არ მუშაობს. ინდიგო ბავშვებს კი ჩართული აქვთ 35 და მეტი კოდონი! ამან მეცნიერებს საშუალებას მისცა, ისაუბრონ ახალი რასის გაჩენის შესახებ.
ინდიგო ბავშვების ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტი, საშუალოდ, 130-ს შეადგენს, მანამდე ათი ათასიდან მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდა ასეთი მაჩვენებელი. ინდიგო ბავშვებში ტვინის ორივე ნახევარსფერო თანაბრადაა განვითარებული, რაც მათ პარანორმალური უნარების დაუფლების შეუზღუდავ შესაძლებლობებს უხსნის.
ინდიგო ბავშვებს ყველა ქვეყანაში ძალზე დაკვირვებით სწავლობენ, მაგრამ კვლევის შედეგები ყველგან ერთნაირია. მძიმე გამოსხივება, მაგალითად რადიოაქტიური, მათზე რამდენჯერმე ნაკლებად მოქმედებს, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებზე. უფრო მეტიც, შიდსით დაავადებულ დედებს სრულიად ჯანმრთელი ინდიგო ბავშვები უჩნდებათ, ნარკომანი დედები კი, რომლებიც ორსულობის დროს ნარკოტიკს მოიხმარდნენ – აჩენენ ახალშობილებს ნარკოტიკული დამოკიდებულების გარეშე.
როგორ ამოვიცნოთ ინდიგო ბავშვი?
ქვემოთ მოცემულია იმ თვისებებისა და ძირითადი მახასიათებლების ჩამონათვალი, რომლებსაც, როგორც წესი, ფლობს ინდიგო ბავშვი.
• ასოციალურობა, დაბალი კომუნიკაბელურობა, საკუთარ თავში ჩაკეტვის ტენდენცია;
• მაღალი თვითშეფასება, ინდივიდუალიზმი, სხვებისადმი დაუმორჩილებლობის სურვილი, ავტორიტეტების არაღიარება;
• მოუსვენრობა, ენერგიულობა, ყურადღების დეფიციტი;
• იმპულსურობა, განწყობისა და ქცევის უეცარი ცვლილებები, არახელსაყრელ ვითარებაში დეპრესიისკენ მიდრეკილება;
• სოციალური სამართლიანობის გრძნობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• განათლების ტრადიციული მეთოდების მიუღებლობა;
• განვითარებული ინტუიცია და საფრთხის შეგრძნება;
• ციფრული ტექნოლოგიების სწრაფად დაუფლების უნარი;
• მოსწონთ თანამოსაუბრისთვის თვალებში ყურება და ამ მზერის გაძლება ყველას არ შეუძლია;
• მაღალი ინტელექტი. ხშირად ეს მშობლებს ხელს უშლის – მათ არ შეუძლიათ გაუმკლავდნენ ასეთ შვილს და მის ნიჭებს ბლოკავენ;
• გულწრფელობა ყველაფერში, თუნდაც ეს პატიოსნება სხვებს ტკივილს აყენებდეს. ზოგჯერ ისინი, უბრალოდ, დუმილს ამჯობინებენ;
• სისტემის მიუღებლობა, მისი უარყოფა ან განადგურება.
ინდიგო ბავშვების კოსმიური მისია
მეცნიერებს დიდი ხანია აწუხებთ, თუ რა გზით წავა კაცობრიობის ევოლუცია. როგორები იქნებიან ჩვენი შთამომავლები 200-300 წლის შემდეგ?
მრავალი ფანტასტი მწერალი ამტკიცებს, რომ ადამიანმა, როგორც სახეობამ, ამოწურა საკუთარი თავი და, შესაბამისად, მომავალი კიბორგებს – ადამიანისტვინიან რობოტებს ეკუთვნით. ინდიგო ბავშვების გამოჩენა ძირეულად ცვლის ვითარებას. ნენსი ენ ტაპი, ექსტრასენსი, რომელმაც პირველმა გამოიყენა ტერმინი „ინდიგო ბავშვები“, მიიჩნევს: „ისინი ჩვენს სამყაროში მოდიან უკვე ჩამოყალიბებული იდეებით ცხოვრების შესახებ. ისინი მაგიურად ორიენტირებული ბავშვები არიან. დარწმუნებული ვარ, ინდიგო სხვა სამყაროს კარს გაგვიღებს – სამყაროსი, რომელშიც არ იქნება სიძულვილი, დისკრიმინაცია და დამცირება“.
ნუ აიძულებთ მათ, ჩვენ დაგვემსგავსონ და იგივე მიზნები დაისახონ! მათ უკვე აქვთ უზარმაზარი პირადი ძალა და მისი სახელია სიცოცხლის სიყვარული.
მათი გამოჩენის შესახებ ვერსიები ძალიან განსხვავებულია: ეზოთერიკოსები ირწმუნებიან, რომ ისინი დაბადებიდანვე დაკავშირებულნი არიან სამყაროს ერთიან ინფორმაციულ ველთან; უფოლოგები ირწმუნებიან, რომ ეს – უცხოპლანეტელი წინაპრების გენები ჩაირთო; კონსერვატიული მეცნიერება დუმს, რადგან ვერ ხსნის სასწაულებრივი ბავშვების ფენომენს, მაგრამ ვერც უარყოფას ახერხებს. მით უმეტეს, რომ მარსზე ჩატარებულმა უახლესმა ამერიკულმა კვლევებმა დაადასტურა ის ინფორმაცია, რასაც ინდიგო ბავშვები ამ პლანეტის შესახებ ამბობდნენ.
ბევრმა უკვე უწოდა ინდიგოს ახალი, კაცობრიობის მეექვსე რასის წარმომადგენლები. ახალი ათასწლეულის ზღურბლზე ხდება თაობათა ცვლა, სავსებით ახალი ადამიანების ფორმაციის ზრდა, რომლებიც მომავალში ჩაგვანაცვლებენ. და ამ ბავშვების რკინისებური ჯანმრთელობისა და უჩვეულო შესაძლებლობების გათვალისწინებით თუ ვიმსჯელებთ, მომავალი ჩვენ თვალწინ ძალზე მკაცრი ფორმით ისახება.
ბუნება ყოველთვის წინდაწინ ანაზღაურებს თავის მოსალოდნელ ზარალს. ცნობილია, რომ ომამდე, მაგალითად, უფრო მეტი ბიჭი იბადება. დედამიწის მასშტაბით „ზეგამძლე“ ბავშვების მასობრივი დაბადება აშკარად მიანიშნებს, რომ კაცობრიობას პლანეტარული მასშტაბის კატასტროფები მოელის, რასაც თვალნათლივ ვხედავთ. კიდევ უფრო უარეს შედეგებს მოიტანს მიმდინარე ჩარევა ცოცხალი არსებების გენოფონდში, რამაც უკვე გამოიწვევია ვირუსებისა და ბაქტერიების უკონტროლო მუტაცია.
შალვა ამონაშვილი, აღიარებული ქართველი ნოვატორი პედაგოგი და ფსიქოლოგი, ჰუმანური პედაგოგიკის ორიგინალური კონცეფციის ავტორი, თავის წიგნში – „აღზრდის სიმფონია“ წერს განსხვავებების შესახებ თანამედროვე და ახალ რასას შორის, რომელიც ახლა ინტენსიურად მკვიდრდება დედამიწაზე. მოკლედ ჩამოვთვლით ამ განსხვავებებს:
• თანამედროვე რასისთვის მთავარია – ჰქონდეს, ახალი რასისთვის მთავარია გაცემა;
• თანამედროვე რასის სლოგანია – კონკურენცია, ახლის – კოოპერაცია და თანამშრომლობა;
• თანამედროვე რასა დამანგრეველია, ახალი აღმშენებელი იქნება;
• სამეცნიერო ცოდნის ფლობა თანამედროვე რასის დიდებაა, მაგრამ ახალი რასისთვის პრიორიტეტული – სიბრძნე იქნება;
• თანამედროვე რასას ინტელექტი მართავს, მომავალი რასა კი ინტუიციით იხელმძღვანელებს;
• თანამედროვე რასა ხასიათდება კავშირების გაწყვეტით, ახალი რასის მახასიათებელი კი იქნება ერთობა და ერთსულოვნება;
• თანამედროვე რასა შებოჭილია, ახალი რასა კი თავისუფალი იქნება.
ინდიგო ბავშვების აფორიზმები
• „არასოდეს დაავალოთ ძაღლს თქვენი საკვების შენახვა“ (პატრიკი, 10 წლის).
• „როდესაც მამა ბრაზობს და გეკითხება: „მე რა, სულელი ვარ?“ – არაფერი უპასუხო“ (ჰანა, 9 წლის).
• „როდესაც დედა მამაზე ბრაზობს, ნუ მისცემ მას შენი თმის დავარცხნის საშუალებას“ (თაია, 11 წლის).
• „ლეკვებს პირიდან უსიამოვნო სუნი ამოსდით, „ტიკ-ტაკიც“ რომ აჭამოთ“ (ენდრიუ, 9 წლის).
• „თუ გინდა, რომ კნუტი გაჩუქონ, ცხენი მოითხოვე“ (ლორენი, 9 წლის).
• „თუ სკოლაში ცუდი ქულა მიიღე, დედას მაშინ დაანახვე დღიური, როცა ის ტელეფონით საუბრობს” (ალიოშა, 13 წლის).
• „ნუ შეეცდებით კატის წყლით მონათვლას“ (ელენი, 8 წლის).
ინტერნეტმასალების მიხედვით მოამზადა თამარ ქავჟარაძემ
კომენტარები