ქართველები უცხოეთშისპორტი

კვიპროსული გამოცემის ცნობით, ანანიძე ქეცბაიას „ანორთოსისში“ ითამაშებს

„თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ კიდევ ერთ სერიოზულ ტრანსფერს ამზადებს, ახალწვეული კი ჯანო ანანანიძე იქნება“ – ინფორმაციას GOAL.PHILENEWS-ი ავრცელებს.

კვიპროსული გამოცემის ცნობით, საკითხი უკვე გადაწყვეტილია. წერილში სათაურით „ანანიძე „ანორთოსისში“ ევროსთვის მოდის“ საინტერესო დეტალებს ვკითხულობთ.

„ფამაგუსტის „ანორთოსისი“ თავის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ტრანსფერს ამზადებს – გუნდს ჯანო ანანიძის შეძენა გადაწყვეტილი აქვს, რომელმაც მოსკოვის „სპარტაკთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და ახალ კლუბს ეძებდა. ქართველმა რუსული კლუბისგან კომპენსაციის სახით დაახლოებით მილიონი ევრო მიიღო. ანანიძეს სურდა ისეთი გუნდის პოვნა, სადაც ფორმის აღდგენას შეძლებდა. ის ცდილობს საუკეთესო მდგომარეობაში შეხვდეს მარტს, როდესაც საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს, რაც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსია. თუ ეს ტრანსფერი შედგა, ანანიძეს „ანორთოსისში“ დახვდებიან მისი თანამემამულეები – ოქრიაშვილი, ლორია, დაუშვილი და კაჭარავა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ის კვიპროსში მოდის, რა თქმა უნდა, თემურ ქეცბაიას ფაქტორია, რომელიც გუნდის მთავარი მწვრთნელია“, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძემ მოსკოვის „სპარტაკთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close