რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოებასაქართველო

ბათუმელი ძაღლი, რომელიც უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა (ვიდეო)

ბიმი, ყურშა, თეთრა და კუპატა – ასე ეძახიან მიუსაფარ ძაღლს, რომელიც სოციალურ ქსელის აღმოჩენა მას შემდეგ გახდა, რაც ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, თუ როგორ ეხმარება იგი ბავშვებს ქუჩის გადაკვეთაში.

ABC News-ი აქვეყნებს ძაღლის ვიდეოს  სათაურით „ქუჩის ძაღლი აცილებს ბავშვებს გადასასვლელზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა საქართველოში“.

ყურშა ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე რამდენიმე წელია ცხოვრობს. ადგილობრივი მცხოვრები ნონა ზაქარეიშვილი იმ დღეს იხსენებს, როდესაც ძაღლი ბედობის დღეს მისი სახლისკარებს მიადგა, რის შემდეგაც ქალმა მასზე ზრუნვა დაიწყო.

ყურშა მეორე ძაღლია საქართველოდან, რომელიც საერთაშორისო მედიაში მოხვდა. პირველი ძაღლი გორში ცხოვრობს და ის იმით გახდა პოპულარული, რომ სტადიონზე საფეხბურთო მატჩის დროს შევარდა. ერთმანეთს  გორის „დილა“ და ქუთაისის „ტორპედო“ ეთამაშებოდნენ.

qartli.ge-ს ინფორმაციით, უსახელო შავი ძაღლი გორის ერთ-ერთ პარკში ცხოვრობს და ფეხბურთელები და სტადიონის დარაჯები უვლიან.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close