მსოფლიოქართველები უცხოეთში

ყველაზე ცნობილი „კრეპერიე” მონმარტზე – რეცეპტის საიდუმლო ქართული გულია (ვიდეო)

დიდხანს ველოდეთ, მაგრამ პარიზში ჩასულებმა მისი ჩაწერა ვერ მოვახერხეთ. კახას „ბლინების“ ჯიხურთან რიგს დასასრული არ უჩანდა… სამაგიეროდ, გადავიღეთ ამის ამსახველი ვიდეო, მოგვიანებით კი ინტერვიუც ჩავწერეთ.

კახა ერთ-ერთი წარმატებული ქართველია, რომელიც პარიზში უკვე 19 წელია ცხოვრობს და მოღვაწეობს. მონმარტზე მას ყველა იცნობს, კახას ნასწავლი „გამარჯობაც“ გამართული ქართულით გვითხრეს მონმარტზე, სამკაულების მაღაზიაში.

საქართველო 2001 წლის ნოემბერში დატოვა… როგორც ამბობს, არ იყო ეს მარტივი გადაწყვეტილება და საკმაოდ რთული გზაც გამოიარა, სანამ საფრანგეთის მოქალაქე გახდებოდა.

მიუხედავად ამისა, გარკვეული დროის შემდეგ მაინც საქართველოში აპირებს დაბრუნებას.

კახა აბშილავა: მე დავტოვე საქართველო 2001 წლის ნოემბერში, ანუ უკვე 18 წელია. ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება, მე უბრალოდ რაღაცნაირად გამიმართლა აქ, მაგრამ ხუთი წელი ძალიან ვიწვალე. ენის ბარიერი ძალიან მნიშვნელოვანია. ენა თუ არ იცი, საფრანგეთში თავის დამკვიდრება რთულია. შემდეგ უკვე, როცა საბუთებს აიღებ, თუ შრომა არ გეზარება, ბევრის მიღწევა შეიძლება.

ამ ხნის განმავლობაში, ეს მესამე სამსახურია, მაგრამ ეს უკვე ჩემი ბიზნესია. ადრე, ლიონთან ახლოს, პატარა ქალაქში ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად.ერთ დღეს, ჩემი მეგობარი მესტუმრა და მითხრა, წამოდი პარიზში, იქ უფრო დიდი პოტენციალიაო. მეც წამოვედი. მოგვიანებით, როცა საქმე ავაწყვე, ოჯახიც წამოვიყვანე.

ყველაზე ცნობილი „კრეპერი“ თქვენია მონმარტზე?

კი ბატონო, მონმარტზე ყველაზე ცნობილი „კრეპერია“ ხარისხით, ფასით; უბრალოდ, დასაჯდომი ადგილი არ მაქვს ჯერ. თუ ნახავთ ტრიპადვაიზერზე, პარიზში, ტკბილეულების რეიტინგში პირველი ვარ.

რაში მდგომარეობს თქვენი რეცეპტის საიდუმლო?

უბრალოდ, დოზირება ვიცი ზუსტად და სწორად როგორ უნდა და ძალიან ხარისხიან ინგრედიენტებს ვიყენებ. რაც მთავარია, ამას ვაკეთებ ქართული გულით. ეს პარიზში ყველაზე პატარა კრეპერიეა და თავისი ხიბლი ალბათ ამასაც აქვს, ჩვენი სამშობლოსავით. საქართველოც ხომ პატარა და მომხიბლავია…

info9.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close