მოგზაურობამსოფლიოტექნოლოგიები
სტამბოლის აეროპორტში საძილე კაფსულები უკვე დაიდგა (ვიდეო)
სტამბოლის აეროპორტში საძილე კაფსულები დაიდგა. საძილე კაფსულაში მგზავრებს ბარგის მოთავსება, ტელეფონის დამუხტვა, ინტერნეტის გამოყენება და ფილმის ყურება შეეძლებათ. გარდა ამისა, ტურისტებს ასევე ექნებათ ინფორმაცია აეროპორტში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
კაფსულა დამატებითი ხმისგან იზოლირებულია. დასასვენებელი სივრცე შიგნით მყოფ მოგზაურს თავის რეისსაც შეახსენებს და სასწრაფოდ გეიტისკენ წასვლას აიძულებს.
კაფსულის მომსახურების ფასი საათში 11 ევრო იქნება, 5 საათის განმავლობაში მომსახურების შემთხვევაში – საათში 9 ევრო.
კომენტარები