მედიცინამსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

მეცნიერებმა გაარკვიეს, რა ემართება ტვინს, როცა ადამიანი ღვინოს სვამს

როგორც აღმოჩნდა, ღვინო ტვინის ფუნქციებს მათემატიკასა და კროსვორდებზე უკეთ ააქტიურებს.

გორდონ შეფერდი, იელის მედიცინის სკოლის ნეირობიოლოგიის პროფესორი და ნეორობიოლოგიის შესახებ ჟურნალის ყოფილი რედაქტორი თავის წიგნში „ნეიროენოლოგია“ წერს, რომ ღვინის მიღება „ადამიანის თავის ტვინს უკეთ ასტიმულირებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა სასარგებლო „ჩვევა“, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა მათემატიკური და ლოგიკური ამოცანების ამოხსნა. ეს ფაქტი დასტურდება იმ სხვადასხვა რთულ მექანიზმზე დაკვირვების სერიებით, რომლებიც ადამიანის თავის ტვინში აქტიურდება მაშინ, როცა ადამიანი დალევას აპირებს, შემდეგ კი ბოკალ ხარისხიან ღვინო სვამს.

„ღვინის დეგუსტაციის პროცესში ტვინის სენსორული, ცენტრალური და მოტორული სისტემების უნიკალური სპექტრი მონაწილეობს“, – ხაზგასმით აღნიშნა მეცნიერმა.

დაკვირვებების სერიის ჩატარების შედეგად შეფერდმა აღმოაჩინა, რომ ღვინოს ჩვენი აზროვნების გარკვეული ნაწილის სტიმულირება იმაზე უკეთ და ღრმად შეუძლია, ვიდრე რთული მათემატიკური და ლოგიკური ამოცანების ამოხსნას. მისი აზრით, ღვინის დაგემოვნება ტვინის მუშაობისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე კლასიკური მუსიკის მოსმენა, ხელოვნების ნაწარმოებების ცქერა ან იმ მათემატიკური ამოცანის ამოხსნა, რომელიც ციფრებისა და უცნობებისგან შედგება.

რა თქმა უნდა, საუბარია ერთ-ორ ბოკალ ღვინოზე და არა ღვინით დათრობაზე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close