ეკონომიკასაზოგადოებასაქართველო
MARK & SPENCER-ის ტანსაცმელს ქუთაისში არსებული სამკერვალო „იმერი“ შეკერავს (ვიდეო)
ბრიტანული ბრენდის, MARK & SPENCER-ის ტანსაცმელს ქუთაისში არსებული სამკერვალო „იმერი“ შეკერავს – ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.
„სამკერვალო კოპანია „იმერი – სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ბენეფიციარი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ წარმატებით გაიარა დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ტანსაცმლის მწარმოებლის, მსოფლიო ბრენდის Marks & Spencer-ის აუდიტი და მისი ოფიციალური მიმწოდებელი გახდა“, – წერს „აწარმოე საქართველოში“.
სავარაუდოდ, სამკერვალო „იმერი“ ბრიტანული ბრენდისთვის მუშაობას თებერვლიდან დაიწყებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა პროდუქტებს შეკერავენ ისინი Mark & Spencer-ისთვის.
სამკერვალო „იმერის“ დაარსებიდან 2019 წელს 90 წელი გავიდა.
tabula.ge
კომენტარები