საზოგადოებაnewsსაქართველო
ავლაბარში ყვითელი ავტობუსი ხეს შეეჯახა, არის მსხვერპლი
#46 სამარშრუტო ხაზზე მოძრავი ავტობუსი ბარათაშვილის აღმართზე გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი მგზავრი, შუახნის ქალი. მძღოლი მსუბუქად დაშავდა და ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით მოკვლევა დაიწყო თბილისის სატრანსპორტო კომპანიაშიც.
„მძღოლები მოწმდებიან ყოველ დილით, შესაბამისად, ვერსიას, რომ მძღოლი შესაძლოა ნასვამი ყოფილიყო, არც განვიხილავთ. რაც შეეხება ავტობუსის შესაძლო გაუმართაობას, სამარშრუტო ხაზზე გასვლამდე ყველა ავტობუსი მოწმდება, ამ მიმართულებით კითხვები არ უნდა არსებობდეს. დანარჩენს მოკვლევა დაადგენს“, – აცხადებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი.
კომენტარები