კრიმინალისაბერძნეთი

ათენში ძარცვის მცდელობისას მიღებული ტრავმისგან საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

საქართველოს მოქალაქე ათენის გარეუბანში ძარცვის მცდელობის დროს მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 31 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 23:00 საათისთვის მოხდა.

ორი მძარცველი ამბელოკიპის უბანში მდებარე ერთ-ერთ ბინაში შეიჭრა, თუმცა ისინი მეზობლებმა შენიშნეს და სამართალდამცველები გამოიძახეს.

ბერძნული მედიის ცნობით, პოლიციისგან თავის დაღწევის მცდელობისას ერთ-ერთი მძარცველი ბინის დატოვებას ფანჯრიდან შეეცადა, თუმცა მინის ჩამსხვრევის დროს მას ქვედა კიდურის არტერია დაუზიანდა. მძარცველები პოლიციამ დააკავა და დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close