საზოგადოებაnewsსაქართველო

მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ მამაკაცი ლიანდაგში ჩავარდა

მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ მატარებლის ლიანდაგში მამაკაცი ჩავარდა. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

„შემთხვევა 12:15 საათზე მოხდა. მგზავრი მატარებლის ლიანდაგში ჩავარდა. მამაკაცი გადარჩა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მოხდა ძაბვის მოხსნა“, – განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

თვითმხილველების თქმით,  მამაკაცმა, რომელიც „სადგურის მოედანზე“ რელსებში ჩავარდა, თვითმკვლელობა ცადა.

„კაცმა თვითმკვლელობა ცადა, მატარებელი მოდიოდა და ჩაუხტა. ჯოხი და ჩანთა ჰქონდა, მან თქვა, ყველას ბოდიშს გიხდით, ვისაც გული გატკინეთ… ეს თქვა და გადახტა, მან თვითმკვლელობა ცადა“, – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა „ტვ-პირველთან“ საუბრისას.

Imedinews-ის ინფორმაციით, პაციენტს მრავლობითი მოტეხილობა აქვს და ალადაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close