fbpx
მოგზაურობამსოფლიოსაზოგადოება

საფრანგეთში შესვლისა და ყოფნის პირობები შეიცვალა

საფრანგეთში შესვლისა და ყოფნის პირობები შეიცვალა. ახალი რეგულაციით, მესამე (ანუ ევროკავშირის არაწევრი) ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც საფრანგეთში გამგზავრების მიზნით გადაკვეთენ შენგენის ზონის ნებისმიერ გარე საზღვარს, სხვა სავალდებულო დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინონ მგზავრობის განმავლობაში მოქმედი სამედიცინო დაზღვევა ფრანგულ ან ინგლისურ ენებზე.

Imedinews-ის ინფორმაციით, დაზღვევამ უნდა დაფაროს ყველა სამედიცინო, საავადმყოფო მომსახურების და გარდაცვალების ხარჯები, რომელიც შეიძლება წარმოიშვას საფრანგეთში ყოფნის განმავლობაში, მათ შორის, სამედიცინო გადაყვანის (რეპატრიაციის) ღირებულება. მოქალაქეები, რომლებიც ვერ წარადგენენ ამ ტიპის დაზღვევას, შესაძლოა შენგენის ზონაში არ შეუშვან.

ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე როგორც უვიზო მიმოსვლის, ისე სავიზო რეჟიმის პირობებში შესვლისას ნებისმიერი მოქალაქე გადის სასაზღვრო კონტროლს, რომლის შედეგად მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამის ქვეყანაში მისი შესვლის თაობაზე.

ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც მგზავრობის მიზანს დაადასტურებს

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებული ხართ, დაასაბუთოთ მგზავრობის კონკრეტული მიზანი (მაგ.: საქმიანი ვიზიტი, ტურისტული მოგზაურობა, ახლობლების ან ნათესავების მონახულება, მოკლევადიანი სასწავლო კურსი).

მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოგთხოვოთ შემდეგი საბუთები: დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი; სასტუმროს მოქმედი ჯავშანი; სამოგზაურო დაზღვევა; მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი. ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა ევროკავშირის/შენგენის წევრი თითოეული ქვეყნის შიდა კანონმდებლობით განისაზღვრება. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, როგორც წესი, დღეში 50 ევროს არ აღემატება.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
გაზიარება
Close