fbpx
პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია, იგი ოჯახის წევრებს უკვე შეხვდა

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. მან ოჯახის წევრებთან ერთად გორის პოლიციის სამმართველო უკვე დატოვა.

უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებმულმა ქართველმა ექიმმა მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.

„სრულიად მოულოდნელად, არც ველოდებოდი, რომ დღეს ასე მოხდებოდა. 31 დეკემბერს იყო სააპელაციო სასამართლოს სხდომა ჩანიშნული, რომელზეც თავს ვიკავებდი. ჯერ ემოციებით ვარ დატვირთული…

ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით ყველას, ჩვენს მთავრობას, პარლამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროებას, საშიშროებას თქვენი მხრიდან. ნება მომეცით, ცოტა დავწყნარდე და შემდეგ ყველას ყველაფერ ინფორმაციას მოგაწვდით.

დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. გმადლობთ, კარგად ვარ. უდიდეს მადლობას გადავუხდი ყველა ჩემს მეგობარს, ვინც გვერდით მედგა, ყველას აბსოლუტურად, მაგრამ განსაკუთრებით ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს. დიდი მადლობა. მე რასაც ვუყურებ, სამწუხაროდ, ინფორმაცია ნაკლებად მქონდა, ასე გაერთიანებულად ყველამ საქართველოს საქმე ვაკეთოთ“, – განაცხადა პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ექიმმა, ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებდა. მას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 20 დეკემბერს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close