კრიმინალისაქართველო

შსს-მ ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გაშიფრა – ამოღებულია 6 მილიონამდე ლარის ნარკოტიკი (ვიდეო)

შსს-მ ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მასშტაბური სქემა გამოავლინა. დაკავებულია საქართველოში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი. დაკავებულთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, სამი – ყირგიზეთის, დანარჩენები კი – რუსეთის და უკრაინის. ბრალი წარედგინა კიდევ ერთ პირს, რომელიც ყაზახეთის მოქალაქეა.

ნარკორეალიზატორთა საერთაშორისო ორგანიზებული დაჯგუფება ინტერნეტ აპლიკაციატელეგრამში“ შექმნილი ჯგუფების გამოყენებით სომხეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და საქართველოში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, შეძენა- შენახვას და რეალიზაციას ახდენდა.

ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება შავ ბაზარზე 6 მილიონამდე ლარს შეადგენს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი და დროებითი საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილას მდებარე სამალავებიდან სულ ამოიღეს 21 კილოგრამამდე ფხვნილის სახით და 10 ლიტრამდე სითხის სახით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“.

ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება შავ ბაზარზე 6 მილიონამდე ლარს შეადგენს.

ამასთან, თბილისსა და ბათუმში ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად საჭირო ლაბორატორიული ინვენტარი და სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close