საზოგადოებაინტერვიუსაქართველო

სად გაქრა ზამთარი, რატომ აღარ თოვს თბილისში და რა პრობლემები შეიძლება მოგვიტანოს არასეზონურმა ამინდებმა?

უჩვეულოდ თბი­ და უნა­ლე­ქო ზამ­თა­ი, ზღვისპირეთში ჰაერის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, აყვავებული იასამანი და კვირტებდაბერილი ხეები – ამინდის ჭირვეულობამ სა­ქარ­თველოს მო­სახ­ლე­­ბას ახალი თავსატეხი გაუჩინა. სად გაქრა ზამთარი, რატომ აღარ თოვს თბილისში და რა პრობლემები შეიძლება მოგვიტანოს არასეზონურმა ამინდებმა? – ამ კითხვებით „პროგრესნიუსმა“ გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელს ნინო ჩხობაძეს მიმართა:

რასაც დღეს ვხედავთ, ეს გახლავთ გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატის ცვლილება. აშკარად ვხედავთ, რომ სეზონი ჩანაცვლებულია, გარდა ამისა, იმ ციკლში გადავედით, როცა დღის ხანგრძლივობა იზრდება. თბილისში საეჭვია, რომ ამ ზამთარს თოვლი საერთოდ მოვიდეს, მაგრამ ისიც კარგია, რომ მთაში ცოტა მაინც მოთოვა.

რა გამოდის, ზამთრის სეზონს ვკარგავთ?

არა, ზამთარი შეიძლება არ დავკარგოთ, მაგრამ შეიძლება თებერვალ-მარტში გადაიწიოს და ეს ნამდვილად გლობალური დათბობის პრობლემაა. ასეთი ექსტრემალური ტემპერატურები მეოცე საუკუნეშიც გვქონია, მაგრამ მაღალი ტემპერატურების ხანგრძლივობა ამჟამად საკმაოდ დიდია. სახეზე გვაქვს სერიოზული გვალვა – რამდენიმე თვეა არ უთოვია და უწვიმია და ეს ბუნებასაც დაეტყო.

თბილისში თოვლის გაქრობაც გლობალურ დათბობას უკავშირდება?

ჩვენი გადატვირთული ტრანსპორტის პირობებში ჯობია, თოვლი არც მოვიდეს, რომ ქალაქის პარალიზება ავიცილოთ თავიდან. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. სერიოზულად კი ესეც პრობლემაა, რადგან ესეც კლიმატის ცვლილებაზე მეტყველებს. დასავლეთ საქართველოში დღეიდან გამოცხადებულია წვიმები და ჩვენ ძალიან გვეშინია, რომ შეიძლება ამას არასეზონური წყალდიდობები და ღვარცოფები მოჰყვეს, თუ ნალექის რაოდენობა დიდი იქნა. კლიმატის ცვლილებისთვის დამახასიათებელია, რომ ერთი სეზონის ნალექი შეიძლება ერთ დღეში მოვიდეს, რაც სერიოზულ პრობლემებს შექმნის, თუ ასე მოხდა, თუმცა მოხდება თუ არა, ამის თქმა რთულია. გრძელვადიანi პროგნოზების გაკეთება ახლა მთელ მსოფლიოში უჭირთ.

უჩვეულოდ თბილი ზამთარი მოსავალზე და, ზოგადად, სოფლის მეურნეობაზე როგორ აისახება?

სამწუხაროდ, არც ისე კარგად. დასავლეთ საქართველოში კვირტის გაშლა დაიწყო არა მარტო ტყემალმა, რომელმაც მაღალ ტემპერატურაზე უცებ იცის გამოსვლა, არამედ ატამმაც და ეს შეიძლება ძალიან ცუდი იყოს, იმიტომ რომ ყინვებმა თუ დაარტყა, შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. ეს ამინდი ყველაზე საშიშია ვაზთან მიმართებაში. ღვინის კულტურა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება დიდი პრობლემები შეგვექმნას.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, დღის ბოლოდან 28 დეკემბრის დილამდე საქართველოს დაბლობსა  ბარში მოსალოდნელია წვიმა,  დასავლეთ  საქართველოში – ზოგან ძლიერი. 28 და 29 დეკემბერს ღამის საათებში მაღალმთიან ზონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების წარმოქმნა და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

progressnews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close