საზოგადოებასაქართველოსპორტი

მსოფლიოს რეიტინგის მოწინავე ათეულში ექვსი ქართველი ძიუდოისტია

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ჩინეთში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის – მასტერსის შედეგები ქულებში გადაიყვანა და მსოფლიოს განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

სეზონის ბოლო საერთაშორისო შეჯიბრების შემდეგ მსოფლიოს მოწინავე ათეულში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ექვსი წევრია. ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვთ ევროპის და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ლუხუმ ჩხვიმიანს, ევროპის სამგზის ჩემპიონ ვარლამ ლიპარტელიანს და მსოფლიოს შარშანდელ და ევროპის მოქმედ ჩემპიონ გურამ თუშიშვილს – სამივე მესამე ადგილს იკავებს თავის წონით კატეგორიაში. ჩხვიმიანი 60 კილოგრამში, ლიპარტელიანი  -100-ში, ხოლო თუშიშვილი +100-ში.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) თავის წონაში მეოთხე ადგილზეა, ოლიმპიური (2012) და ევროპის (2013) ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი (2017) ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) – მეცხრეზე.

საქართველოს ქალთა ნაკრების წევრთაგან მსოფლიოს რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ეთერ ლიპარტელიანს, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში, 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოცდამეათე ადგილზეა.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close