მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებიტექნოლოგიები

ცუკერბერგმა „გარდიანს“ ინტერვიუ არ მისცა, ამიტომ ჟურნალისტები მის ბოტ ZUCKERBOT-ს გაესაუბრნენ

ადრე FACEBOOK-ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს ჟურნალისტებთან ურთიერთობა და ინტერვიუების მიცემა არ უყვარდა, თუმცა CAMBRIGE ANALYTICA-სთან დაკავშირებული სკანდალისა და მომხმარებელთა ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ მას კომფორტის ზონიდან გამოსვლა მოუწია.

გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში ცუკერბერგი აშშ-ის კონგრესის წინაშე გამოვიდა და ბევრ ამერიკულ მედიასაშუალებას მისცა ინტერვიუ, თუმცა ბრიტანულ The Guardian-თან საუბარი არ ისურვა, ამიტომაც The Guardian-ის ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, მათთვის საინტერესო შეკითხვები ხელოვნური ინტელექტისთვის, სახელწოდებით Zuckerbot, დაესვათ.

გაზეთის ავტორების განცხადებით, მიღებული „ექსკლუზიური ინტერვიუ“ გაცილებით ინფორმაციულია, ვიდრე ყველაფერი, რაც გასული წლის განმავლობაში ცუკერბერგთან დაკავშირებით წავიკითხეთ.

Zuckerbot – ეს არის კლავიატურა, რომელიც იყენებს სიტყვების პროგნოზირების პროგრამას (მაგალითად, მობილურებზე მესიჯების აკრეფის დროს სიტყვის დასაწყისის დაწერის მომენტში მობილური სავარაუდო სიტყვებს გვთავაზობს). ის ჩიკაგოურმა სტუდია Botnik-მა შექმნა, რომლის ნეიროსისტემამაც 2017 წელს „ჰარი პოტერის“ მოტივების მიხედვით მოთხრობა დაწერა.

Zuckerbot-მა შეისწავლა ცუკერბერგის ინტერვიუ, გამოსვლა, პოსტები და მიცემული ჩვენებები (200 ათას სიტყვაზე მეტი), რის შემდეგაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. აი, რამდენიმე კითხვა-პასუხი ინტერვიუდან:

რის შესახებ ისაუბრეთ ტრამპთან საიდუმლო ვახშმობის დროს?

საერთოდაც, რა არის უსაფრთხოება? შესაძლებელია თუნდაც მცირე საიდუმლოს შენახვა? ხვდებით? მგონი პასუხი ნათელია, ან შეიძლება არც. მე თქვენ რამდენიმე სიტყვას ჩაგჩურჩულებთ, როგორც მას და კონგრესს ჩავჩურჩულე. არ ელოდოთ, რომ იმ საიდუმლოს გაგიმხელთ, რაც მათ გავანდე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიან ინფრასტრუქტურას გამოვიყენებთ.

გვითხარით, რეალურად რას ფიქრობთ ელიზაბეთ უორენზე (ცუკერბერგმა 2019 წლის ივლისში თანამშრომლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მასაჩუსეტსის სენატორი და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ელიზაბეთ უორენი მისი კომპანიის გახლეჩას ცდილობს)?

ჩემს მეუღლეს ვთხოვე, მოეწოდებინა ინფორმაცია პირველი წყაროებიდან, თუ რას ვფიქრობ ქალებზე. მან მითხრა, რომ ის ნამდვილად კარგი ადამიანია, ყველა გოგონასთვის გოგონა, სხვადასხვა იდეით სავსე, კულტურული, ნიჭიერი, შეუძლია შენობიდან უსაფრთხოდ გაიყვანოს ბავშვები. მე ის უფრო მეტად მომწონს, ვიდრე კაცი კანდიდატები? ის არ არის ყველაზე მდიდარი და ეს ნორმალურია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მოხალისეების ნერვებზე გავლენას ახდენს.

Zuckerbot-თან სრული ინტერვიუ ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.

imedinews.ge

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close