fbpx
ლიტერატურა/წიგნებიმსოფლიოსაზოგადოება

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ავტორები – ჯოან როულინგი პირველ ადგილზეა

ბრიტანელი მწერალი ჯოან როულინგი, ბიზნესგამოცემა FORBES-ის ვერსიით, 2019 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ავტორია.

მიმდინარე წელს როულინგმა 92 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. გამოცემის ცნობით, მწერალი ძირითად თანხას არა „ჰარი პოტერის“ ნაბეჭდი გამოცემების გაყიდვიდან, არამედ თემატური პარკებიდან და თეატრალური წარმოდგენებიდან იღებს, აგრეთვე, მას შემოსავალი მოუტანა ახალმა ფილმმა „ბიჭი, რომელიც გადარჩა“.

რეიტინგში მეორე ადგილზეა 2018 წლის გამარჯვებული ჯეიმს პატერსონი, რომლის შემოსავალმაც 70 მილიონი შეადგინა. 2018 წელს მისი ფანტასტიკური რომანი „პრეზიდენტი დაიკარგა“, რომელიც ბილ კლინტონთან თანაავტორობით დაწერა, ბესტსელერი გახდა. იგი დღემდე ყველაზე მდიდარი ავტორია აშშ-ში – მისი პირადი კაპიტალი გასულ წელს 800 მლნ დოლარი იყო.

ლიდერთა სამეულს ასრულებს აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა 36 მილიონი დოლარის შემოსავლით. მისი მემუარები „Becoming, ჩემი ისტორია“ 10-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და 2018 წლის ბესტსელერი გახდა იმის მიუხედავად, რომ წლის დასრულებამდე 2 თვეზე ნაკლები იყო დარჩენილი, როდესაც გამოვიდა. 2017 წელს მან და მისმა მეუღლემ, ბარაკ ობამამ ავანსის სახით ერთად 65 მლნ დოლარი მიიღეს, თუმცა ბარაკ ობამას წიგნი ჯერ არ გამოსულა. გავრცელებული ხმებით, ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მარათონის დროს იხილავს დღის სინათლეს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close