მოდა/სილამაზეჯანმრთელობა

ნაოჭებთან ბრძოლაში და სახის კანის გაახალგაზრდავებაში მანანის ბურღულის ნიღაბი დაგეხმარებათ

კოსმეტოლოგები ხშირად გვირჩევენ ნიღბების გამოყენებას სახის კანისთვის. ძვირადღირებულმა კრემებმა შეიძლება გასაოცარი ეფექტი მოგვცეს, მაგრამ კანის დამატებითი კვება არავის ავნებს. მათი მომზადება იოლად შეიძლება სახლის პირობებში საკმაოდ ხელმისაწვდომი პროდუქტებისგან, ამასთან, მალფუჭებად ნიღბებს დიდი უპირატესობა აქვთ ქარხნული წესით დამზადებულებთან შედარებით: „ცოცხალი“ ვიტამინების შემცველობა, სინთეზური კონსერვანტების არარსებობა და, რა თქმა უნდა, დაბალი თვითღირებულება. ასე რომ, რატომ არ უნდა ვცადოთ?
მანანის ბურღულის ნიღაბი

ამ ნიღბის უამრავი რეცეპტი არსებობს. ჩვენ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი ხელს უწყობს კანის გათეთრებას და გადაჭიმვას, დაგეხმარებათ ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლაში (მათ შორის, არა მარტო მიმიკურის).

მანანის ბურღული საკმაო რაოდენობით სახამებელს შეიცავს, რის გამოც მისი ნიღბები კანს ელასტიკურობას უბრუნებს და კვებავს მას. მანანის ბურღული, ერთი მხრივ, გამოიყენება როგორც სკრაბი (ყავის მსგავსად), მეორეს მხრივ, მას შეუძლია ჩაანაცვლოს გამახაალგაზრდავებელი (antiage) კრემი. რძესთან ერთად მოხარშული მანანის ფაფა, რომელიც საუზმეზე მოგრჩათ, შესანიშნავად გამოდგება შინაური კოსმეტიკური ნიღბის მოსამზადებლად.

ნიღბის რეცეპტი

საჭირო პროდუქტები:

  • 2 ს. კ. მანანის ბურღული
  • 50 მლ რძე
  • 1 კვერცხის გული
  • 1 ჩ. კ. თაფლი
  • 1 ჩ. კ. ფორთოხლის წვენი
  • 4 წვეთი ყურძნის წიპწიპის ან ჩაის ხის ზეთი
  • 1 ჩ. კ. ხმელი გვირილა
  • 1 ჩ. კ. ხმელი კალენდულა
  • 1 ჩ. კ. ხმელი კრაზანა

ეს ნაზავი ეფექტიანია ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლის დროს, უზრუნველყოფს კანის ღრმა კვებას და, რაც მთავარია, მასში ცხიმები თითქმის არ არსებობს, რასაც ვერ ვიტყვით ქარხნულად დამზადებულ ნიღბებზე, რომელთა უმეტესობა ცხიმების საფუძველზე კეთდება (ზოგიერთ შემთხვევაში ცხიმიანი ნაზავი ფორებს ხურავს და ანთებას იწვევს).

ნიღბის მოსამზადებლად მანანის ბურღული რძეში მოხარშეთ და გააცივეთ. დაუმატეთ კვერცხის გული – ეს კომპონენტი პასუხისმგებელია კანის დატენიანებაზე; შემდეგ შეურიეთ ზეთი და დაუმატეთ დაფხვნილი ბალახეულობა. ნიღაბი 10 წუთის განმავლობაში გააჩერეთ და გაწმენდილ სახის კანზე წაისვით.

ნიღაბი 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პირველივე გამოყენების შემდეგ კანი ხდება მკვრივი, ნაზი და ოდნავ უფრო თეთრი.

საუკეთესო შედეგს ეს ნიღაბი მაშინ მოგცემთ, თუ მას კანის ღრმა გაწმენდის შემდეგ გამოიყენებთ, რისთვისაც სახლის პირობებში დამზადებული ნებისმიერი სკრაბი გამოდგება.

თუ უფრო ღრმა ნაოჭების მოშორება გინდათ, ეს ნაზავი სახეზე ყოველ მეორე დღეს უნდა წაისვათ სამი კვირის განმავლობაში, შემდეგ კი პროცედურა კვირაში ერთხელ გაიმეორეთ ეფექტის დასაფიქსირებლად.

შინაური კოსმეტიკა ასეთია – გაახალგაზრდავების ეფექტი დაუყოვნებლივ არ მჟღავნდება, მაგრამ ალბათ დამერწმუნებით, რომ ბუნებრივი საშუალებების გამო ღირს ცოტა მოთმინების გამოჩენა. ეს პროდუქტი საკმარისია იმისათვის, რომ კანი გაჯერდეს ყველა ნივთიერებით, რომლებიც მისთვის აუცილებელია. უბრალოდ, გაითვალისწინეთ: ყოველ ჯერზე ახალ-ახალი დაამზადეთ.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close