რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოებასაქართველო
რუსთავში ქალმა არასასურველი სქესობრივი კავშირის გამო ქმარს პოლიციაში უჩივლა
რუსთავში ცოლმა ქმარს უჩივლა. ცოლ-ქმარი 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. ინტიმური ურთიერთობისას ქმარმა, სავარაუდოდ, ცოლის თხოვნა არ გაითვალისწინა, რასაც კამათი მოჰყვა.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ქალმა 112-ში მეუღლესთან მისთვის არასასურველი სქესობრივი კავშირის გამო დარეკა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ მამაკაცი დააკავა, მოსამართლემ კი დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა.
შსს-ში „ინფო რუსთავს“ განუცხადეს, რომ „მომხდარზე გამოძიება სსკ 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს“.
inforustavi.ge
კომენტარები