იტალიასაზოგადოება

იტალიის ქალაქ ბრინდიზიდან 54 ათასი ადამიანი ევაკუირებულია ბრიტანული ბომბის გამო

იტალიის ქალაქ ბრინდიზიში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის გამო მაცხოვრებელთა ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია RaiNews24-მა გადმოსცა.

ბომბი ქალაქ ბრინდიზიში კინოთეატრ „ანდრომედას“ გაფართოების მიზნით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს 2 ნოემბერს.

ბომბის გამო ქალაქიდან 54 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა, რაც ბრინდიზის მოსახლეობის 60%-ზე მეტია. მოსახლეობის ევაკუაციაში ადგილობრივი პოლიციის 1000-მდე თანამშრომელი და 250 მოხალისე მონაწილეობდა.

სპეციალისტები და დისტანციური მართვის რობოტი ბომბის გაუვნებელყოფაზე მუშაობენ. ამ ტიპის რობოტი სპეციალისტებმა წარმატებით გამოიყენეს ავღანეთსა და ერაყში. ბომბს ქალაქიდან გაიტანენ წინასწარ მომზადებულ სპეციალურ კარიერში, სადაც ააფეთქებენ.

როგორც გაირკვა, ბომბი 1941 წელს ბრიტანელებმა ჩამოაგდეს. 1 მეტრი სიგრძის ბომბი 200 კილოგრამზე მეტს იწონის და 40 კგ ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავს.

ცოტა ხნის წინ 10 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ქალაქ ტურინიდან, სადაც აგრეთვე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close