იტალიამ „მსუბუქი მარიხუანის“ ლეგალიზაცია მოახდინა
იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ მიღო კანონი CANNABIS LIGHT-ის – ე. წ. „მსუბუქი მარიხუანის“ ლეგალიზაციის შესახებ. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მომავალი წლის პირველი იანვრიდან იტალიაში თამბაქოს, აგრეთვე, კერძო მაღაზიებში დასაშვებია კანაფის იმ პროდუქციის გაყიდვა, რომელშიც ტეტრაჰიდროკანაბინოლის (THC) შემცველობა 0,5%-ს არ აღემატება.
პარლამენტმა კანონში ცვლილებები იტალიის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინისა და მცირე მეწარმეებსა და ფერმერებს შორის ხანგრძლივი დავის შემდეგ დაამტკიცა. როგორც ცნობილია, სალვინი იმუქრებოდა, რომ დახურავდა ყველა მაღაზიას, სადაც კანაფი იყიდება.
კანონში ცვლილებების მიღების წინააღმდეგ წავიდნენ მემარჯვენე პარტიები, იტალიის სოფლის მეურნეობის ასოციაცია Coldiretti კი მიესალმა პარლამენტის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ იტალიაში კანაბისის წარმოების ფართობი 400 ჰექტრიდან (2013 წელს) 4000 ჰექტრამდე გაიზარდა (2018 წელს).
„ეს კოშმარის დასასრულია, – უთხრა გამოცემა La Stampa-ს პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ ლუკა ფიორენტინომ, კანაბისის სადისტრიბუციო კომპანიის მფლობელმა. – კუდიანებზე სალვინის ნადირობის შემდეგ 10 ადამიანის გათავისუფლება მომიწია და ჩემი შემოსვალის 68% დავკარგე“.
მაისში იტალიის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანაბისის გაყიდვა უკანონო იყო, თუმცა უფლება მისცა მოსამართლეებს, კონკრეტულ საქმეებზე გადაწყვეტილების გამოტანისას მხედველობაში მიიღონ კანაბისის „ნარკოტიკული ეფექტი“.
შეგახსენებთ, რომ იტალიის მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტიამ „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ მარიხუანის ლიბერალიზაციის კანონპროექტი იტალიის პარლამენტის ზედა პალატას (სენატი) მიმდინარე წლის იანვარში წარუდგინა, თუმცა მაშინ მმართველ კოალიციაში შემავალი მეორე პარტიის, „ლიგის“ ლიდერი, შს მინისტრი მატეო სალვინი აცხადებდა, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა და მისი მიღება გამორიცხული იყო.
ნიკო აბაშიშვილი
ამავე თემაზე: იტალიის მმართველმა პარტიამ სენატში მარიხუანის ლიბერალიზაციის კანონპროექტი წარადგინა
კომენტარები