მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

გაფიცვა საფრანგეთში შობის დღესასწაულზეც გაგრძელდება

საფრანგეთში უკვე მე-10 დღეა, გაფიცვაა. პარიზში მეტროსადგურის ცხრა ხაზი დახურულია. შეფერხებით მუშაობს რკინიგზა. ავტობუსების 60 პროცენტი არ მუშაობს.

საფრანგეთის პროფესიული კავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აქციები საშობაო პერიოდშიც გაგრძელდება.

ისინი მთავრობის მიერ დაანონსებულ საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ გაფიცვა არ დასრულდება, ვიდრე მთავრობა რეფორმის განხორციელებაზე უარს არ იტყვის.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close