მოდა/სილამაზემსოფლიოnewsსაზოგადოება

„მის სამყარო 2019“ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი გახდა (ფოტოები)

„მის სამყარო 2019“-ის სილამაზის კონკურსზე ყველაზე ლამაზ ქალად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი, 26 წლის ზოზიბინი ტუნცი დაასახელეს. ინფორმაციას ამის შესახებ კონკურსის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

დაჯილდოების ცერემონია აშშ-ში, ატლანტაში 8 დეკემბერს გაიმართა. „მის სამყაროს“ ტიტულისთვის 90 კონკურსანტი იბრძოდა. მეორე ადგილი 24 წლის პუერტო-რიკოელმა მედისონ ანდერსონმა დაიკავა, მესამე კი – 25 წლის სოფია არაგონმა მექსიკიდან.

ულამაზესი სამეული: მედისონ ანდერსონი, ზოზიბინი ტუნცი და სოფია არაგონი

ზოზიბინი ტუნცი მესამე სამხრეთაფრიკელია, რომელმაც ეს ტიტული დაიმსახურა. იგი აქტიურად ებრძვის სტერეოტიპებისა და ძალადობას გენდერული ნიშნის საფუძველზე.

მანანა ბანძელაძე

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close