fbpx
რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალიაპოლიტიკასაზოგადოება

იტალიის პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა საყვარელ ქალს ხელი სთხოვა – „ელიზა, გამომყვები ცოლად?“ (ვიდეო)

„ლიგის“ დეპუტატმა ფლავიო დი მურომ პირდაპირ პარლამენტის სხდომაზე სთხოვა ხელი საყვარელ ქალს – ელიზა დე ლეოს. ეს იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატაში მიწისძვრის შემდეგ რეკონსტრუქციის შესახებ კანონპროექტის განხილვის დაწყებამდე მოხდა. ამის შესახებ გამოცემა „კორიერე“ წერს.

ფლავიო დი მურომ თქვა, რომ „სურს აღადგინოს მშვიდობა გუშინდელი შეტაკების შემდეგ“ – როგორც აღმოჩნდა, იგი პირად პრობლემაზე საუბრობდა. შემდეგ მან ამოიღო კოლოფი და „გალერეაზე მყოფ ერთ პერსონას“ მიმართა: «Elisa, mi vuoi sposare?» („ელიზა, გამომყვები ცოლად?“).

ამ ორიგინალურმა ჟესტმა კოლეგების დიდი მოწონება დაიმსახურა,  დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, რობერტო ფიკოს გარდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველაფერი ესმის, მაგრამ აქ ამის დრო და ადგილი არ არის. იგი შეეცადა სხდომის თემის გარშემო დისკუსია მალევე გაეგრძელებინათ, თუმცა დეპუტატები დიდხანს უკრავდნენ ტაშს და ულოცავდნენ დი მუროს, რომელმაც საყვარელი ქალისგან თანხმობა მიიღო.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close