მსოფლიოსაზოგადოება
რომის პაპმა ფრანცისკემ აღიარა, რომ ვატიკანში კორუფციაა
რომის პაპმა ფრანცისკემ აღიარა, რომ ვატიკანში კორუფციაა და ამ ფაქტს „სკანდალური“ უწოდა. ეს პაპის პირველი განცხადებაა, რომელშიც ვატიკანში კორუფციულ ფაქტებს ხმამაღლა და საჯაროდ აღიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას DEUTSCHE WELLE ავრცელებს.
„კორუფცია არსებობს, ეს ნათელია. დაკითხვებზე გამოჩნდება არიან თუ არა ისინი დამნაშავეები. ეს არის სიმახინჯე, რომელიც ვატიკანში ხდება“, – განაცხადა რომის პაპმა.
მისი თქმით, პაპის საქველმოქმედო ფონდის მიერ ლონდონის ცენტრში ძვირადღირებული ქონების შეძენასთან დაკავშირებით ვატიკანში გამოძიება მიმდინარეობს.
imedinews.ge
კომენტარები