მსოფლიოსაზოგადოება

ალბანეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, სულ ცოტა, 8 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

ალბანეთის დედაქალაქ ტირანას მახლობლად დღეს გამთენიისას 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც განმეორებითი ბიძგები მოჰყვა.

სეისმოლოგთა ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქთან ახლოს მდებარე ქალაქ შიჯაკიდან 10 კილომეტრში მდებარეობდა.

ამ დროისთვის მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა დადასტურებული რაოდენობაა 8 ადამიანი, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი გოგონა. დაშავებულია 330-მდე ადამიანი.

ალბანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ადამიანი გოლემის რაიონში, სასტუმროს ნანგრევებში მოყოლის შედეგად დაიღუპა, სამი ადამიანი დურესში პალატის ჩამონგრევას ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი გოგონა, ხოლო ორი ადამიანი ქალაქ ტუმანში დაიღუპა; ერთი ადამიანის სიკვდილის მიზეზი კი საცხოვრებელი ბინის აივნიდან გადავარდა გახდა.

მედიის ინფორმაციით, ტირანადან 30 კილომეტრის მოშორებით მდებარე დასახლებაში ორი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, კიდევ ორი შენობა ქალაქ კავაიში დაინგრა, სადაც ამჟამად სამაშველო ეკიპაჟები მუშაობენ, სავარაუდოდ, ნანგრევებში მოყოლილი დაზარალებულების ამოსაყვანად.

ალბანეთს უკვე შესთავაზეს დახმარება მეზობელმა სახელმწიფოებმა. ნგრევის ზონებში საგანგებო სამსახურის თანამშრომლები, სამაშველო ჯგუფები და ექიმები გაგზავნა თურქეთმაც. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, მაშველებთან ერთად, ორიათასამდე სამართალდამცველია ჩართული.

ალბანეთის ხელისუფლების განცხადებით, შენობები ყველაზე მეტად საპორტო ქალაქ დურესში დაზიანდა. ეს ალბანეთში ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო.

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ ქვეყნებშიც – ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში, მონტენეგროში, ხორვატიაში, იტალიასა და სერბეთში.

ნინო ხოშტარია

წყარო: CNN

ვიდეო სტიქიის ზონიდან

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close