რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოებასაქართველო

როგორ იქცა ლომა „ემიგრანტად“ – თურქეთში გაჩუქებული ძაღლი გამოიპარა და საქართველოში პატრონთან დაბრუნდა

სოციალური ქსელის მომხმარებელი Meri Köfke ფეისბუქის პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„საოცარი ისტორია ძაღლზე რომელსაც ადრე სახელად ლომას ეძახდნენ დღეს მისი სახელია „ემიგრანტა“….

ეს საოცარი ძაღლი ქართველმა პატრონმა ერთ თურქზე გააჩუქა ტრაპიზონში… ვერ ვიტყვი, რომ ეს უცხოელი ცუდი პიროვნება იყო, წაიყვანა ძაღლი ტრაპიზონში… ძაღლი მთელი გზა ტიროდა. პატრონის გულგრილობამ ალბათ ძალიან ატკინა გული… როცა ტრაპიზონში ჩავიდნენ, ძაღლს არაჩვეულებრივი გარემო დახვდა: ეზო ულამაზესი სახლით საკვებით… მაგრამ ძაღლს მთელი დღე პირი არაფერზე დაუკარებია…

მეორე დღეს, როცა პატრონი ეზოში გავიდა, ძაღლი აღარსად იყო. დაიწყო ძაღლის ძებნა, ძველ პატრონსაც კი დაურეკა და უთხრა მთელი გზა ტიროდა, საჭმელს პირი არ დააკარა მთელი დღეო, დღეს დილით გამოვედი და არ დამხვდაო. რამოდენიმე დღე ეძება ტრაპზონში ძაღლი იმ კაცმა მაგრამ უშედეგოდ…

საოცრება კი სწორედ ის არის, რომ როგორც ემიგრანტს უჭირს სხვა ქვეყანაში ყოფნა და დაშორება მისთვის საყვარელ ადამიანებთან, სწორედ იგივე განცდებით განიცადა ამ ძაღლმა მისი ემიგრირება…

რამდენიმე დღეში პირველი მეპატრონის სახლთან შუაღამისას გაისმა ძაღლის ყეფა… პატრონი წამოდგა და ჭიშკართან მისივე გაჩუქებული, მისი გაზრდილი ძაღლი იდგა. მუხლებზე დაიჩოქა და ტირილი დაიწყო პატრონმა, ძაღლი მივიდა და ენით დაულოკა მთელი სხეული, ენით უწმენდდა ცრემლებს მის პატრონს. მას შემდეგ ერთად არიან. უბრალოდ ძაღლს ლომას მაგივრად ეხლა „ემიგრანტას“ეძახის.

ამ ძაღლმა უამრავი კილომეტრი გამოიარა ფეხით ტყე ღრე ვინ იცის რამდენი რამ გადახდა გზად მაგრამ ის მაინც მის პატრონთან მივიდა, პატრონთან, რომელმაც მას უღალატა, თუმცაღა ამ საქციელით ძაღლმა პატრონს ერთგულება ასწავლა…“ – წერს Meri Köfke.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close