მსოფლიოსაზოგადოებასაზოგადოებასაქართველო

ჩხოროწყუელი მოსწავლე ბრიტანულ რეკლამაში გადაიღეს (ვიდეო)

11 წლის ჩხოროწყუელი გუგა მამფორია რძის მწარმოებელი უმსხვილესი ევროპული ბრენდის, Arla-ს სარეკლამო ვიდეორგოლში გამოჩნდა. ბიჭის მამის, გრიგოლ მამფორიას ინფორმაციით, აღნიშნულ ვიდეოში მონაწილეობის მისაღებად ქასტინგი დაახლოებით 50-მდე ქართველმა ბავშვმა გაიარა.

„ფეხბურთელია, დინამოელი და იმყოფებოდა თბილისში. ფაქტიურად, შემთხვევით გადაუღო ქუჩაში ფოტო ერთ-ერთმა მოქალაქემ, თიკა ჯაბანაშვილმა, რომელიც მოგვიანებით გავიცანით. ეს ფოტო თიკამ სოციალურ ქსელში განათავსა. აღმოჩნდა, რომ კინოსტუდია „სარკეს“ მოეწონა რეკლამისთვის გუგას ტიპაჟი და რამდენიმე დღე ინტერნეტში გვეძებდნენ. ქასტინგში 50 ბავშვი მაინც მონაწილეობდა, მერე ინგლისიდანაც ჩამოვიდნენ, ნახეს გუგა და მოეწონათ“, – ამბობს გრიგოლ მამფორია.

მისივე თქმით, თბილისში გადაღებული რეკლამა, რომელშიც სხვა ქართველი მსახიობებიც მონაწილეობენ, ინგლისურ ტელევიზიებში უკვე გადის.

„გუგა გარეგნულადაც და ხასიათითაც განსაკუთრებულია, არავის ჰგავს. ასევე მოწვევა ჰქონდა „ჩემი ცოლის დაქალებიდან“, თუმცა თამაში ჰქონდა ლიტვაში და ვერ მოახერხა მისვლა“, – უთხრა რადიო „ათინათს გუგას მამამ.

გუგა მამფორია ჩხოროწყუს I საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა. ამავდროულად მოზარდი მარტვილის საფეხბურთო აკადემიაში ირიცხება.

https://youtu.be/u70VkmdfygE

radioatinati.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close