მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

ყველაზე პატარა – 9 წლის ვუნდერკინდი უნივერსიტეტის დიპლომით

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის მქონე ყველაზე მცირეწლოვანი ბავშვის სტატუსს მალე ნიდერლანდებში მცხოვრები 9 წლის ვუნდერკინდი, ლორან სიმონსი მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ს რუსული გამოცემა ავრცელებს.

ლორან სიმონსი რამდენიმე თვეში ეინდჰოვენის ტექნიკურ უნივერსიტეტს დაამთავრებს. ის ელექტროტექნიკის ფაკულტეტზე სწავლობს, უნივერსიტეტში კი სულ რაღაც ერთი წლის წინ ჩააბარა.

საშუალო და უფროსი კლასების 6-წლიანი პროგრამა 9 წლის ვუნდერკინდმა 1.5 წელიწადში დაფარა და გასული წლის ზაფხულში, 8 წლის ასაკში, საშუალო განათლების ატესტატი აიღო.

ბიჭის IQ, სულ ცოტა, 145-ია, მას ფოტოგრაფიული მეხსიერება აქვს; თავად ლორანის თქმით, მისი საყვარელი საგანი მათემატიკაა, იმიტომ რომ ის მოიცავს სტატისტიკას, გეომეტრიას და ალგებრას. გასაკვირი არარის, რომ მას უკვე ადარებენ ცნობილ მეცნიერებს, სტივენ ჰოუკინგს (+76) და ნობელის პრემიის ლაურეატს ალბერტ აინშტაინს (+76)

დღეის მდგომარეობით, ყველაზე ახალგაზრდა უმაღლესი განათლების დიპლომის მქონე ამერიკელი მაიკლ კარნია, რომელმაც დიპლომი 10 წლისამ აიღო.

წყარო imedinews.ge

ცნობისათვის: ადამიანთა დაახლოებით 2,5%-ის ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) 130 ან მაღალია. ლორანის „აიქიუ“, სულ ცოტა, 145-ია – თქვენ ვერ აიღებთ უფრო მეტ ქულას ტესტში, რომელიც მან შეავსო. 9 წლის ბიჭმა შეფასების სკალა „დაამსხვრია“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close