იტალიასაზოგადოება

ვენეციაში წყლის დონე 115 სმ-მდე ავიდა, კალაბრიაში უამინდობის გამო სკოლები დაიხურა

ქალაქ ვენეციის მოქცევების პროგნოზის ინსტიტუტის ცნობით, დღეს ვენეციაში, მესამე დღეს ზედიზედ, წყლის დონე მოქცევის პიკის დროს 115 სმ-ს მიაღწევს. ეს ძალიან ძლიერი მოქცევაა, რაც ჩრდილოეთ იტალიაში გადაუღებელ წვიმებს უკავშირდება.

წყლის მაქსიმალური დონე გუშინ, ადგილობრივი დროით 09:35 სთ-ზე 109 სმ დაფიქსირდა. ტურისტები დატბორილ სან მარკოს მოედანზე შეიკრიბნენ ფოტოების გადასაღებად.

კიოჯაში (Chioggia) მოქცევის პიკის დროს წყლის დონე გუშინ კიდევ უფრო მაღალი იყო – 111 სმ.

უამინდობა იტალიის სამხრეთ პროვინციებსაც უტევს – დღეს, 11 ნოემბერს მოსალოდნელი ძლიერი წვიმის და ქარიშხლის პროგნოზის გამო იტალიის ზოგიერთ სამხრეთ პროვინციაში საფრთხის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა – საუბარია კალაბრიასა და სიცილიაზე. დღეს კი კალაბრიის ზოგიერთ პროვინციაში – მთელ რეჯო-კალაბრიაში, კატანძაროში, კროტონსა და კოზენცაში ნარინჯისფერი დონე წითელ დონედ შეიცვალა. ამის თაობაზე ANSA იუწყება.  ქალაქებში, სადაც უამინდობისგან გამოწვეული საფრთხე განსაკუთრებით მაღალია, მათ შორის, კროტონსა და კატანძაროში, სკოლები დაიხურა.

უამინდობაა რომშიც, სადაც ტრანსპორტი დატბორილ ქუჩებში გადაადგილდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close