მედიცინამსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

ექიმები ასახელებენ დაავადებებს, რომლებიც რეგულარული სექსით იკურნება

მედიკოსების თქმით, სქესობრივი აქტი დიდი რაოდენობით კუნთების მუშაობას ააქტიურებს, რასაც სპორტდარბაზში დამქანცველი ვარჯიშის ეფექტი აქვს.

ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად ეწევიან სქესობრივ ცხოვრებას, ნაკლებად ემართებათ სერიოზული დაავადებები, დაასკვნეს უილქსის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერებმა.

მკვლევარების თქმით, მამაკაცები, რომლებსაც კვირაში ორჯერ მაინც აქვთ სექსი, გარკვეული დოზით არიან დაცულები გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან. ამასთან, როგორც უახლესი კვლევები აჩვენებს, ინტიმური ცხოვრება აძლიერებს იმუნიტეტსაც – რეგულარული სექსის მქონე ადამიანთა ორგანიზმი 30%-ით მეტ იმუნოგლობულინ А-ს შეიცავს. გარდა ამისა, ინტიმური ცხოვრება ქმედითი პროფილაქტიკაა გაციებებისა და გრიპისთვის.

მედიკოსების თქმით, სქესობრივი აქტი დიდი რაოდენობით კუნთების მუშაობას ააქტიურებს, რასაც სპორტდარბაზში დამქანცველი ვარჯიშის ეფექტი აქვს. ეს კი დადებითად აისახება სისხლძარღვებზე და ახალი კაპილარებიც კი წარმოიქმნება.

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ რეგულარული სექსი თირკმელკენჭოვან დაავადებასაც კი ებრძვის, ასევე ძალიან ეფექტიანია შაკიკის სიმპტომების შესასუსტებლად, უძილობისა და დეპრესიების აღმოსაფხვრელად.

sputnik-georgia.com

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close