რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა
„თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან, – ასეთი წარწერა ჰქონდა შეკვეთას, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის კურსელები ვერ იპოვა.
„დღეს დამთავრდა მოსამართლეთა მოსმენა. გამოვაცხადე, რომ ვინც კი წარმოადგენდა ცნობას, რომ ის ბატონ თადუმაძესთან ერთად სწავლობდა, ვეპატიჟებოდი სახინკლეში. 2 თვის განმავლობაში არც ერთი ნამდვილი სტუდენტი არ გამომეხმაურა, თუმცა მოტყუების მცდელობები იყო. რამდენიმემ იმდენად პროფესიონალურად მოიტყუა, გადავწყვიტე დამეპატიჟა ეს ხალხი ხინკალზე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის კურსელები სახინკლეში 9 ოქტომბერს დაპატიჟა.
4 ნოემბერს კი განაცხადა, რომ შალვა თადუმაძის კურსელები ვერ იპოვა, ამიტომ სახინკლეში მის ლექტორებს ეპატიჟება.
imedinews.ge
კომენტარები