RYANAIR-მა საქართველოს მიმართულებით პირველი რეგულარული რეისი შეასრულა
ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია RYANAIR-მა საქართველოს მიმართულებით პირველი რეგულარული რეისი უკვე შეასრულა. ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდი მილანიდან თბილისში დღეს დილით ჩამოფრინდა.
Ryanair-ი 7 ნოემბერს, პირველად, მარსელი-ქუთაისი და ქუთაისი-მარსელის რეისებს შეასრულებს, ხოლო 9 ნოემბრიდან ბოლონია-ქუთაისი-ბოლონიის საჰაერო მარშრუტით დაიწყებს ფრენას.
როგორც ცნობილია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 24 ოქტომბერს მიანიჭა.
Ryanair-ის ფრენის განრიგი მილანი-თბილისი-მილანის, მარსელი-ქუთაისი-მარსელის და ბოლონია-ქუთაისი-ბოლონიის საჰაერო ხაზებზე:
• მილანი-თბილისი-მილანი – 6 ნოემბრიდან, კვირაში 4-ჯერ, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას;
• მარსელი-ქუთაისი-მარსელი – 7 ნოემბრიდან, კვირაში 2-ჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
• ბოლონია-ქუთაისი-ბოლონია – 9 ნოემბრიდან, კვირაში 2-ჯერ ყოველ სამშაბათსა და შაბათს.
ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
წყარო: imedinews.ge
კომენტარები