მსოფლიოქართველები უცხოეთშიხელოვნება

ეთერ ფაღავა – ფრანგული ბალეტის ვარსკვლავი

ფრანგული ბალეტის ქართველი ვარსკვლავი ეთერ ფაღავა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას შვილიშვილია.

პარიზში დაბადებულმა ბალერინამ მთელი ცხოვრება საბალეტო ხელოვნებას მიუძღვნა. ცნობილმა ბალერინამ და ქორეოგრაფმა არაერთი თაობა აღზარდა და უამრავი მადლიერი მოსწავლე ჰყავს. ამის დასტურია პარიზის კლასიკური ცეკვის ვარსკვლავთა ასოციაციის მიერ პარიზის ოპერის ეროვნული სკოლის დარბაზში გამართული საღამო, რომელიც ეთერ ფაღავას მიეძღვნა.

ეთერ ფაღავა ანტინეას როლში, 1951 წ.

საღამოზე ბალერინამ შეკრებილი საზოგადოებისთვის გაიხსენა, როგორც იწყებოდა მისი კარიერა და ბალეტის იმ ცნობილ კორიფეებზე ისაუბრა, რომლებმაც მის შემოქმედებით ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვეს. ეთერ ფაღავა 4 წლიდან ცეკვავს და უკვე 7-ათეულ წელზე მეტია სცენაზე დგას. თავისი საყვარელი პროფესიით მან მსოფლიო მოიარა და ყველა წამყვანი თეატრის სცენაზე საუკეთესო პარტნიორებთან იცეკვა.

ბალერინას არც თავისი ქართული წარმომავლობა დაავიწყდა და თავისი შემოქმედებითი წარმატებები ქართულ ფესვებს და ქართულ კულტურას მიაწერა. მას თბილისის ოპერაში წარმოდგენილ „ჟიზელზე“ და განუმეორებელ ვახტანგ ჭაბუკიანზეც ისაუბრა.

ასაკის მიუხედავად ეთერ ფაღავა ახლაც მოღვაწეობს და თავის აღსაზრდელებს საბალეტო ხელოვნებას აზიარებს.

წყარო: artinfo.ge

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close