ეკონომიკამიგრაციამსოფლიოდასაქმება

გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის

გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის. უცხოური გამოცემების ცნობით, ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნად პროფესიებია IT სპეციალისტები, ექიმები და ინჟინრები არიან. ანალიტიკოსთა პროგნოზით, 2030 წლისთვის IT ინდუსტრიის თანამშრომლების დეფიციტი მხოლოდ სამთავრობო ინსტიტუტებში 730 ათასს მიაღწევს.

მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გარდა ქვეყანას ელექტრიკოსები, ხანდაზმულთა მომვლელები და სატვირთო მანქანის მძღოლები ესაჭიროება. აღსანიშნავია, რომ წინასწარი პროგნოზით, 2027 წლისთვის გერმანიაში სატვირთო მანქანის მძღოლების დეფიციტი 185 ათასამდე გაიზრდება.

გერმანიაში სატვირთო მანქანების მძღოლების დეფიციტზე „დოიჩე ველეც“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, ყოველწლიურად პენსიაზე გადის სატვირთო მანქანის 30 ათასი მძღოლი, ფირმებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ ახალი პერსონალი, თუმცა მათი პოვნა ძნელია და შესაძლოა ეს „ნიში“ ქალებმა დაიკავონ. თუმცა, ჩვენი მხრივ, ვფიქრობთ, რომ წარმოუდგენელია, ამხელა დეფიციტი ქალებმა შეავსონ.

ვოლფგანგ შპისის, ქ. პოტსდამის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორის თქმით, დეფიციტი მოსახლეობის დაბერებას უკავშირდება (გერმანიის ყოველი მეხუთე მცხოვრები ანუ მოსახლეობის 20% პენსიონერია – ნ. ა.); „მეორე მიზეზია ის, რომ  ბევრი ახალგაზრდა უმაღლესი განათლების მიღებას არჩევს და უნივერსიტეტში აბარებს, ამიტომ ზოგიერთ სფეროში უფრო მეტი სპეციალისტი გვყავს, ვიდრე გვჭირდება, თუმცა საწარმო წარმატებულია, როდესაც იქ მუშაობენ როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, ისე ტექნიკური სასწავლებლების კურსდამთავრებული სპეციალისტები. მაგ., ბრანდენბურგის რეგიონში ლოგისტიკის სფეროს მუშაკების დეფიციტია, საჭიროა ტრამვაის, ავტობუსის, სატვირთოს მძღოლები; მეორე მხრივ, დიგიტალიზაციის გამო გერმანიაში IT სპეციალისტების უკმარისობაც იგრძნობა“, – ამბობს შპისი.

Bertelsmann-ის ფონდის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პერსონალის დეფიციტის პრობლემის მოგვარების გზაა ქვეყანაში სპეციალისტების შედინება. ანალიტიკოსთა აზრით, „საკადრო შიმშილის“ აღმოსაფხვრელად გერმანიაში 2060 წლამდე ყოველწლიურად 260 ათასი ადამიანი უნდა ჩავიდეს როგორც ევროკავშირის წევრი, ისე სხვა ქვეყნებიდან.

მოამზადა ნიკო აბაშიშვილმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close